x
image
worldsport.ge
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური

imageimageGoal.com-მა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპი შეაჯამა და გასული 6 ტურის შემდეგ, სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომლებშიც შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ:
მეკარე: ტომას ვაცლიკი (ბაზელი) მან გასულ 6 მატჩში 27 სეივი განახორციელა.
მცველები: მარსელო (რეალი) ჯგუფურ ეტაპზე 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაა. აიმენ აბდენოური (მონაკო) საუკეთესო იყო “ლევერკუზენთან” მატჩში, ხოლო “ზენიტის” წინააღმდეგ ანგარიში სწორედ მან გახსნა. ჯონ ტერიმ (ჩელსი) ჯგუფურ ეტაპზე 2 გოლის გატანა შეძლო. ხუანფრანის (ატლეტიკო) ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემაა.

ნახევარმცველები: არიენ რობენმა (ბაიერნი) ჯგუფურ ეტაპზე 2 გოლის და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ნემანია მატიჩის (ჩელსი) ანგარიშზე რობენის მსგავსად 2 გოლი და ერთი შედეგიანი პასია. კოკემ (ატლეტიკო) ყველაზე მეტი, 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. იასინ ბრაჰიმის (პორტო) მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

თავდამსხმელები: ლიონელ მესიმ (ბარსელონა) დასრულებულ ჯგუფურ ეტაპზე 8 გოლის გატანა მოახერხა, რის შედეგადაც რაულის რეკორდი გააუმჯობესა. ლუის ადრიანო (შახტარი) ჯგუფური ეტაპის 9 გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.


თორნიკე ზეიკიძე
www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0