x
image
maia
ჯულია რობერტსი Givenchy -ის 2015 წლის საგაზაფხულო კოლექციის სარეკლამო სახე გახდა
ოსკაროსანმა მსახიობმა ჯულია რობერტსმა ახალი როლით შეავსო თავისი ფილმოგრაფია. ჯულია ცნობილი ფრანგული მოდის სახლის Givenchy-ის

გაზაფხული-ზაფხული 2015 წლის კოლექციის სარეკლამო სახე გახდა.

image

2013 წელს ლოს-ანჟელესში გამართულ ფილმის პრემიერაზე Givenchy-ის სმოკინგში გამოწყობილი მსახიობის გამოჩენამ განაპირობა მეგობრული კავშირის დამყარება ჯულიას და მოდურ სახლს შორის.


image

რასაც მოყვა Givenchy-ის მაქმანის კაბა 2014 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე და ამჯერად ფრანგულმა მოდის სახლმა ჯულია რობერტსი სარეკლამო კამპანიის სახედ აირჩია.

image

ყოველთვის მომღიმარი და სიცოცხლით სავსე, ხალისიანი ჯულია Givenchy -ის სარეკლამო ფოტოებზე ახალი იერსახით გამოჩნდა–ბრძენი, მიმზიდველი და ქარიზმატული ქალბატონი, რომელიც გამოწყობილია მამაკაცური სტილის კოსტუმსა

და მუქი ფერის ნახევრად გამჭვირვალე ბლუზაში მინიმალური მაკიაჟით და ცნობილი ჰოლივუდური ღიმილის გარეშე.

სარეკლამო კამპანია ფოტოგრაფებმა მერტ ალასმა და მარკუს პიგოტიმ გადაიღეს. Givenchy -ის მეამბოხე კრეატიულმა დირექტორმა რიკარდო ტიშიმ ასე განუცხადა

ახალ მუზას ჯულიას: " შენ ღიმილით გცნობენ, დროა მასზე უარი ვთქვათ". რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო დიზაინერმა ფოტოების მიხედვით თავად შეაფასეთ.

image

0
50
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0