ვარსკვლავები ჯულია რობერტსი Givenchy -ის 2015 წლის საგაზაფხულო კოლექციის სარეკლამო სახე გახდა 2014, 11 დეკემბერი, 14:19 ოსკაროსანმა მსახიობმა ჯულია რობერტსმა ახალი როლით შეავსო თავისი ფილმოგრაფია. ჯულია ცნობილი ფრანგული მოდის სახლის Givenchy-ის
გაზაფხული-ზაფხული 2015 წლის კოლექციის სარეკლამო სახე გახდა.
2013 წელს ლოს-ანჟელესში გამართულ ფილმის პრემიერაზე Givenchy-ის სმოკინგში გამოწყობილი მსახიობის გამოჩენამ განაპირობა მეგობრული კავშირის დამყარება ჯულიას და მოდურ სახლს შორის.
რასაც მოყვა Givenchy-ის მაქმანის კაბა 2014 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე და ამჯერად ფრანგულმა მოდის სახლმა ჯულია რობერტსი სარეკლამო კამპანიის სახედ აირჩია. ყოველთვის მომღიმარი და სიცოცხლით სავსე, ხალისიანი ჯულია Givenchy -ის სარეკლამო ფოტოებზე ახალი იერსახით გამოჩნდა–ბრძენი, მიმზიდველი და ქარიზმატული ქალბატონი, რომელიც გამოწყობილია მამაკაცური სტილის კოსტუმსა და მუქი ფერის ნახევრად გამჭვირვალე ბლუზაში მინიმალური მაკიაჟით და ცნობილი ჰოლივუდური ღიმილის გარეშე. სარეკლამო კამპანია ფოტოგრაფებმა მერტ ალასმა და მარკუს პიგოტიმ გადაიღეს. Givenchy -ის მეამბოხე კრეატიულმა დირექტორმა რიკარდო ტიშიმ ასე განუცხადა ახალ მუზას ჯულიას: " შენ ღიმილით გცნობენ, დროა მასზე უარი ვთქვათ". რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო დიზაინერმა ფოტოების მიხედვით თავად შეაფასეთ. 50 2-ს მოსწონს
|