x
image
დონ ჟუან
მეორე მსოფლიო ომი

image მეორე მსოფლიო ომი იყო გლობალური, ტოტალური ომი, რომელმაც 60 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმითპოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისისვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.
ომი წარმოებდა ორ დიდ ალიანსლ შორის: ეს იყო აქსისი(ღერძი ბერლინი-რომი-ტოკიო) და ალიანსი რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა მრავალი ქვეყანა, თავიდან საფრანდეთ-პოლონეთის გაერთიანებული სამეფო, შემდგომში საბჭოთა კავშირი, აშშ, კანადა, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და სხვა ძალები. მეორე მსოფლიო ომი იყო ყველაზე დიდი ომი მთელი მსოფლიოს ისტორიაში თავისი სიდიდით, დამანგრეველი და გამანადგურებელი შედეგით.
მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა დაჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა)ალასკასა და გრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში - ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში - ეთიოპიასადა სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში ( სურინამის დაპყრობა ), ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია)და ანტარქტიდაზეც კი (ოპერაცია ტაბარინი).
ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვისამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიცგენოციდშიც კი გადაიზარდა.
გერმანიის საბოლოო მიზანი იყო მსოფლიოში გაბატონებული პოზიციის მოპოვება. „გერმანია იქნება მსოფლიოში გაბატონებული ძალა ან საერთოდ არაფერი არ იქნება“. დაპყრობილი საბჭოთა კავშირი უნდა დაყოფილიყო სხვადასხვა ოლქებად რაიხსკომისრების მმართველობის ქვეშ. აქედან ბელორუსები, უკრაინელები და ბალტიისპირეთის ხალხები „საარსებოდ ვარგისად“, ხოლო რუსები კი „დაბალ რასად“ იქნენ შეფასებულნი. დაპყრობილი აღმოსავლეთ ევროპა დასახლებული უნდა ყოფილიყო გერმანელი გლეხებით და ჯარისკაცებით, ე.წ. „შეიარაღებული გლეხებით“ (გერმ. "Wehrbauern"). ნაცისტური ელიტის განზრახვით აღმოსავლეთ ევროპის ხალხები, მათი სამოქალაქო ელიტის განადგურების შემდეგ, უნდა დარჩენილიყვნენ „გაუნათლებლები, მორჩილნი და გამრჯე“ და ემუშავათ გერმანიისათვის.
მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის ბედზე. გერმანია, იტალია და იაპონია გამოეთიშნენ მსოფლიოს, როგორც ძლიერი სახელმწიფოები. ევროპაში გადამწყვეტი როლი აშშ-ს და მსოფლიოში ახლად გაბატონებულ სსრკ-ს ჰქონდათ მას შემდეგ, რაც 1940 გერმანიამ საფრანგეთი დაიპყრო, ხოლო დიდი ბრიტანეთი უძლური იყო დაემარცხებინა გერმანია. ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%). ბრძოლებიმიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შეიარაღებულ ძალებში მობილიზებულ იქნა 110 მლნ. კაცი. დაიღუპა 62 მლნ. კაცი (სსრკ - 27 მლნ., გერმანია - 5, 25 მლნ., პოლონეთი - 4, 5-6 მლნ., იუგოსლავია - 1, 7 მლნ., იაპონია - 1, 8 მლნ., აშშ - 318.000, დიდი ბრიტანეთი - 386.000, საფრანგეთი - 810.000, იტალია - 330.000, რუმინეთი - 378.000, უნგრეთი - 420 000, ფინეთი - 84 000), სამხედრო ხარჯები და ზარალი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.
ომს თან სდევდა საშინელი ნგრევა. განადგურდა ათიათასობით ქალაქი და სოფელი, უბედურება თავს დაატყდა ათეულობით მლნ. ადამიანს. ამ ომში საბოლოოდ განადგურდა ფაშიზმი, როგორც საერთაშორისო იმპერიალიზმის დამკვრელი ძალა. ომმა ცხადყო სოციალიზმისა და სსრკ-ის, მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს უძლეველობა. ანტიჰიტლერული კოალიცია გადამწყვეტმა გამარჯვებამ ხელი შეუწყო რევოლუციურ გარდაქმნებს მსოფლიოს მრავალ ქვეყნებში. მეორე მსოფლიო ომის შედეგებმა გაადვილა და დააჩქარა მთელ რიგ ქვეყნებში სახალხო-დემოკრატიული და სოციალისტური რევოლუციების გამარჯვებას. სოციალიზმის გზას დაადგა ევროპის ქვეყნები (100 მლნ. კაცი). კაპიტალისტურ სისტემას ჩამოსცილდა აზიის სახელმწიფოები (1 მლნ. კაცი), სოციალიზმი იქცა მსოფლიო სისტემად. კაპიტალისტურ ქვეყნებში დაჩქარდა ხალხის მასების გარევოლუციურების პროცესი, გაიზარდა კომუნისტური და მუშათა პარტიების გავლენა, მსოფლიო კომუნისტური და მუშათა მოძრაობა ავიდა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე. სსრკ-მა გადამწყვეტი როლი ითამაშა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებაში.
მეორე მსოფლიო ომი წარმოადგენს უდიდეს ეტაპს სამხედრო ხელოვნების განვითარების ისტორიაში.
მხარეები: 1.ანტი-ჰიტლერული კოალიცია, დანაკარგები: სამხედრო-16 მილიონი კაცი. მოსახლეობა-45 მილიონი კაცი. სულ 61 მილიონი.
2. ღერძი ბერლინი-რომი-ტოკიო, დანაკარგები: სამხედრო-8 მილიონიკაცი. მოსახლეობა-4 მილიონი კაცი. სულ 12 მილიონი.
ომი დასრულდა 1945 წელს ბერლინის აღებით. საბჭოთა კავშირის ძალებმა ბერლინი აიღეს და გერმანიის პარლამენტის შენობაზე(რაიხსტაგზე) წითელი კომუნისტური დროშა აღმართეს. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულად გამოცხადდა აშშ, საბჭოთა კავშირი, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო “ცივი ომი" რომელიც გაგრძელდა 46 წელი.

0
1000
5-ს მოსწონს
ავტორი:დონ ჟუან
დონ ჟუან
1000
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0