x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
ფრთხილად! შაბათ-კვირას ავად არ გახდეთ!!

შაბათ-კვირას ავად არ უნდა გახდეთ, რადგან შესაძლებელია
უბრალოდ არ მოგყიდონ თქვენთვის საჭირო მედიკამენტი. დიახ რათქმაუნდა კანონში შესაბამისი ცვლილებების შედეგად რიგი მედიკამენტების შეძენას ექიმის რეცეპტი სჭირდება, როგორც თავიდან მოგვახსენეს ეს მედიკამენტებია: დამამშვიდებელი საშუალებები, ანტიდეპრესანტები, სიმსიმნის, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებები და ა.შ მაგრამ როგორც პრაქტიკაში გამოვლინდა, თუ თქვენ გაცივდით ან უბრალოდ ყელი აგტკივდათ, ვალდებული იქნებით რეცეპტი წარადგინოთ,
წინააღმდეგ შემთხვევაში კი უწამლოდ დარჩებით, თუმცა ერთი შეხედვით რეცეპტის აღებაც მარტივია - თუ თქვენი პირადი ექიმი არა (თუ გყავთ) იქვე ზოგიერთ აფთიაქში უკვე ექიმებიც სხედან და მალევე გამოგიწერენ რეცეპტს, მაგრამ ეს ყველაფერი ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით (ისინი მხოლოდ სამუშაო საათებში) ხოლო დარჩენილ საათებსა და შაბათ-კვირას თქვენ ცუდად არ უნდა გახდეთ! ამასთან დაკავშირებით დავრეკე ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე
და ავუხსენი, რომ ყელის ტკimageივილის გამო მივაკითხე რამოდენიმე აფთიაქვს და წამალს არ მაძლევენ, ადგილზე (შაბათ-კვირის გამო) არ ჰყავთ ექიმები რომ რეცეპტი გამოწერონ ხოლო ოჯახის თუ პირადი ექიმი არ მყავს (და რომც მყავდეს მაგ დღეებში ისინიც ისვენებენ) რათქმაუნდა ისინი წუხან რომ წამალს ვერ ვყიდულობთ და მითხრეს, რომ აფთიაქებს არ აქვთ უფლება რეცეპტის გარეშე გასცენ ბიოპაროქსი (ყელის ტკივილის წამალი, სხვათაშორის მცენარეულია)
ეს შეზღუდვა კი სახელმწიფობ შესაბამისი კანონის ცვლილებით მოახდინა, ხოლო საქართველოს კონსტიტუცია და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები გვაძლევს ჩვენ უფლებასა და თავისუფლებას
აჭირო დროსა და ადგილას შეუფერხებლად მივიღოთ საჭირო მედიკამენტი თუ სამედიცინო დახმარება, აქედან გამომდინარე ჩვენს მოქალაქეებს გვაქვს სრული უფლება აღნიშნული ცვლილება არაკონსტიტუციურად
გამოვაცხადოთ, რადგან ხელოვნურად ჭიანურდება და ზედმეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული ამა თუ იმ მარტივი ყოველდღიური მედიკანეტების შეძენა.

0
52
2-ს მოსწონს
ავტორი:დანტე ამადეო
დანტე ამადეო
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0