x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
რა ვაჩუქოთ პატარა ზოდიაქოს ნიშნებს საახალწლოდ ? (იუმორისტული)
imageაჩუქეთ ვერძ ბავშვს იარაღი... ამით მის გულს სამუდამოდ მოიგებთ. მაქ ექნება საშუალება გაუმკავდეს მასზე ბევრად უფროს და ძლიერ მოწინააღმდეგეს, რაც მას უკიდეგანოდ ბედნიერად აქცევს.

რაც არ უნდა აჩუქოთ ვერძს არც საახალწლოდ, არც დაბადების დღეზე და არცერთ სხვა დღესასწაულზე, ესაა დასარტყამი ინსტრუმენტები!!! თუმცა, თუ მაზოხისტი ხართ...



ერთადერთი, რაც არ ჰყოფნის კუროს, ეს არის საკუთარი მაცივარი. რამდენადაც ბავშვი ვერ გაუმკლავდება მთლიან მაცივარს, აჩუქეთ მას პატარა მაცივარის კამერა. თუკი ის ხანდახან დაცარიელდება, ნუ აღელვდებით, ბავშვი თავისით შეძლებს მის შევსებას, სხვა ნიშნებისგან მოპარული საკვებით.



საიდან გაიგებს ვის აქვს ახალი სათამაშო მანქანა? საათი? ბურთი? აჩუქეთ ტყუპებს მოსასმენი აპარატი. თუ პრობლემები შეექმნება "მოსმენებზე", პატარა ვერძი დაეხმარება მტრებთან გამკლავებაში, ხოლო პატარა კურო შეუნახავს ამ აპარატს თავის მინიატურულ მაცივარში.




პატარა კირჩხიბისთვის საუკეთესო საჩუქარი - ბაღის ინსტრუმენტებია: ნიჩაბი, თოხი, პატარა სათლი(არ დაგავიწყდეთ ცემენტი).



თუ თქვენ მართლა გგონიათ, რომ ლომს დააკმაყოფინებს უბრალო საჩუქარი, თქვენ ცდებით! არანაირი იარაღი, მაცივარი, მოსასმენი აპარატი და სხვა... აჩუქეთ მას ან გიტარა, ან დოლი... რათა ყველას ყურადღება მისკენ იყოს მიპყრობილი. მერწმუნეთ, ბოკვერი ამით უბედნიერესი იქნება.



თქვენ ვერ ხვდებით ვინ გაუმკლავდება სახლში სანტას ნაკვალევს? აჩუქეთ პატარა ქალწულს სათლი, სარეცხი ფხვნილი და პირსახოცი. რაღა თქმა უნდა ქალწული ძალიან შემოქმედებითი ნიშანია. ამიტომ შემოქმედებითად დაასუფთავებს ყველაფერს ფერწერული ხვრელების ჩათვლით იატაკსა და ავაჯებში.



სასწორი ასოცირდება თემიდასთან... პატარა სასწორს რაღა თქმა უნდა გაუხარდება მოსამართლის ჩაქუჩი და პარიკი. ვინ, თუ არა სასწორი, გამოავლენს ნამდვილ დამნაშავეს და მიუსჯის საკადრისს?



პატარა ღრიანკალი ყველაფერს კრიტიკული თვალით შეხედავს. წაართმევს ვერძს ხმალს, კირჩხიბს ნიჩაბს, წყალს და სათლს ქალწულს. ამოთხრის ორმოს და აიძულებს ყველას შეასრულოს რაღაც რიტუალური ცეკვა. ამიტომ, ნუ შეწუხდებით ნურაფრის ჩუქებით. ის მშვენივრად იპოვის გასართობს თავისითაც.



მშვილდოსანი მოგვიანებით შეუერთდება დღესასწაულს, მაგრამ მაშინვე გაერკვევა მდგომარეობაში. აჩუქეთ მას მოსამართლის მოსასხამი და ის მაშინვე გამოიტანს ვერდიქტს ყველა მეგობრის სასარგებლოდ... მათ ხომ წინ საახალწლო ტკბილეულის ჭამა უწევთ ერთად?!



პატარა თხის რქა ალბათ ვერც მიხვდება რა მოხდა იქამდე, სანამ თვითონ გამოჩნდებოდა დღესასწაულზე... მაგრამ როგორც კი გამოჩნდა, პატარა მშვილდოსანმა დაარიგა, რომ მისთვის საუკეთესო საჩუქარი სახელმძღვანელოები იქნებოდა... პრინციპში, არც ისე ცუდი საჩუქარია, გაიფიქრა პატარა თხის რქამ და შეუდგა ტკბილეულის განადგურებას.



მხიარული მერწული ახალი წლის დღესასწაულს მეგობრებთან ერთად შემოუერთდა. მისი საჩუქრები ყველაზე უცნაური უნდა იყოს... თუმცა, თავად მას, უცნაურად სულაც არ ეჩვენება შოკოლადის ყუთები, ან თოფის ტვიები, ან სულაც ჭანჭიკები. პატარა მერწყული სიამოვნებით შეუერთდება მხიარულებას და გაიჩენს კიდევ უფრო მეტ მეგობარს.



დღესასწაულს შემოერთებული პატარა თევზუკები გაფაციცებით აკვირდებიან მხიარულებას და ხარბად ითვისებენ ნივთებს, რომლებიც მათი მეგობრების მფლობელობაშია. რა ვაჩუქოთ პატარა თევზს? ალბათ აკვალანგი, რათა ყველა ეს ნივთი ღრმად ჩამალოს ოკეანის სიღრმეში.

0
188
6-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0