x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნორვეგიის არმიაში სამსახური ქალებისათვის სავალდებულო გახდა.
image ნორვეგიის არმიაში სამსახური ქალებისთვისაც სავალდებულო გახდა.
ნორვეგიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც ნორვეგიის ჯარში სამსახური სავალდებულო გახდება
არა მხოლოდ მამაკაცებისათვის ასევე ქალებისათვის.
ნორვეგია-პირველი ქვეყანაა ჩრდილო ატლანტიკურ
ალიანსში (ნატო), სადაც მშვიდობიან მდგომარეობაში მყოფმა ქვეყანამ მიიღო მსგავსი კანონი.
კანონპროექტის ავტორების თქმით ეს გაკეთდა
ქვეყანაში ორივე სქესის თანაბარ მდგომარეობაში ყოფნის მოთხოვნით.
ნორვეგიელი პოლიტიკოსების აზრით, მოვალეობა
და უფლება ყველასათვის ერთნაირი უნდა იყოს, როგორც კაცებისათვის, ასევე ქალებისათვის.
ხოლო არმიას უნდა ჰქონდეს წვდომა საუკეთესო რესურსზე სქესის განურჩევლად.

ნებიესმიერი სუსტი სქესის წარმომადგენელი,
რომელიც დაიბადა 1997 წელს ან უფრო მოგვიანებით
, ვალდებულია იმსახუროს ნორვეგიის შეიარაღებულ
ძალებში.

ნებისმიერი გოგონას, რომელსაც შეუსრულდა 19 წელი, კანონი ავალდებულებს იმსახუროს ქვეყნის
შეიარაღებულ ძალებში.
ამ დრომდე ნორვეგიის შეიარაღებულ ძალებში სამსახური ნებაყოფლობითი იყო.
ნორვეგიული არმია უნდა იყოს „ნეიტრალური გენდერულ საკითხებში“-ასე
თვლიან ნორვეგიელი პოლიტიკოსები. ახალი კანონის დამტკიცებას საყოველთაო აღფრთოვანება
არ გამოუწვევია, კანონის მოწინააღმდეგეების თვლიან, რომ ფიზიკური მონაცემებით ორივე სქესის გათანაბრება შეუძლებელია.
სადღეისოდ ნორვეგიის შეიარაღებული ძალების, თითქმის ყველა სახეობის დანაყოფებში მსახურობენ ქალები.
ნორვეგიაში 1976 წლიდან მსახურობენ სუსტი სქესის წარმომადგენლები, ქვეყნის კანონმდებლობამ მათ ნება დართო ნებაყოფლობით ემსახურათ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. ნორვეგიული კანონმდებლობა მიმართულია სქესთა ბალანსისაკენ, ნორვეგიული კანონმდებლობით ხელმძღვანელ თანამდებობებზე მინიმუმ 40% სუსტი სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს, სამოქალაქო ადმინისტრაციაში თუ მრეწველობაში.
გთავაზობთ ნორვეგიის არმიაში მომსახურე სუსტი სქესის წარმომადგენელების ფოტოკოლაჟს.
image













image














image














image










image


















image














image















image














image














image

2
94
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
94
  
2014, 9 დეკემბერი, 19:58
მადლობა ვიზა
2014, 9 დეკემბერი, 19:13
საინტერესოა და გავაზიარე
0 1 2