x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ აკეთებენ პრეზერვატივებს ბრაზილიის ტყეებში
ბრაზილიის შტატ აკრეში, გაუვალი ტყეების შუაგულში მდებარეობს ფაბრიკა Natex, რომელიც პრეზერვატივების წარმოებითაა დაკავებული.

რადგან ამ ფაბრიკის მუშაობა მთლიანად ტროპიკულ ტყეებზეა დამოკიდებული, მისი მესვეურები საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ ხეების გადარჩენასა და მათ გამრავლებაზე, ხოლო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფაბრიკა იბრძვის შიდსის გავრცელების წინააღმდეგ.

მოდით ერთად ვიმოგზაუროთ შუაგულ ბრაზილიაში, მოვინახულოთ ეს უჩვეულო ადგილი და თვალი შევავლოთ ყველაზე გავრცელებული კონტრაცეპტივების წარმოების პროცესს.


image



ჩვენი მეგზური ამ ვირტუალურ მოგზაურობაში უბრალო ბრაზილიელი მუშა რაიმუნდო პერეირა იქნება. რაიმუნდო მთელი დღე დაკავებულია იმით, რომ აგროვებს კაუჩუკის ხის წვენს, ეს წვენი კი რეზინის კონტრაცეპტივების ადგილობრივი ფაბრიკის ძირითად სამუშაო მასალას წარმოადგენს. ეს არის მსოფლიოში ერთადერთი ფაბრიკა, რომელიც პრეზერვატივების დასამზადებლად ნატურალური კაუჩუკის წვენს იყენებს.


მაშ ასეე... დილაა, პერეირა სამუშაოზე წასვლის წინ თავის ქათმებს აპურებს


image


ქალბატონი პერეირა ქმარს საუზმეს უმზადებს


image


მთავარი სამუშაო იარაღი არ დაგვავიწყდეს


image


სწორედ ამ იარაღით აკეთებს რაიმუნდო ნაჭდევებს კაუჩუკის ხეზე, რომ იქედან წვენი წამოვიდეს


image


მუშაობა სუფთა ჰაერზე მიმდინარეობს


image


აი ისიც, კაუჩუკის წვენი


image



პერეირა ამ წვენს ბიდონებში აგროვებს


image


რაიმუნდოს და მისი თანასოფლელების მიერ შეგროვებული კაუჩუკის წვენი ფაბრიკაში ხვდება


image


ფაბრიკა დაარსდა 1988 წელს შაპურიში, აკრეს შტატში, ამაზონის ტყეების შუაგულში


image

ფაბრიკაში ყოველწლიურად 100 მილიონამდე პრეზერვატივს ამზადებენ


image

აი ისინიც...თითქმის მზად არიან შესაფუთად


image


ნიმუშებს საგულდაგულოდ ამოწმებენ


image


პრეზერვატივები ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს შეკვეთით მზადდება


image


აქ წარმოებული რეზინის კონტრაცეპტივები მხოლოდ მეხუთედია იმისა, რასაც მთავრობა ყოველწლიურად ურიგებს მოსახლეობას შიდსთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში


image


მთლიანად ბრაზილიაში 500 მილიონამდე კონდომს არიგებენ უფასოდ, რადგან ეს ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა შიდსით დაავადებულთა რაოდენობით. სულ ბრაზილიაში 730 ათასი შიდსის ვირუსით ინფიცირებული ადამიანია აღრიცხვაზე.

1
1006
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1006
  
2014, 16 დეკემბერი, 18:04
საწყლებიიიი :(
0 1 1