x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
10 სიმღერა, რომელიც წინასაახალწლო განწყობას გვიქმნის (+ვიდეოები)
imageდადგა დეკემბერი და დაიწყო ფიქრი ახალ წელზე... რა გვახსენდება ყველაზე ხშირად ამ ულამაზესი და ყველასათვის საყვარელი დღესასწაულის მოლოდინში? რა თქმა უნდა ნაძვის ხე, ბრჭყვიალა სათამაშოები, საჩუქრები და კიდევ... დაუვიწყარი, თბილი და საყვარელი საახალწლო მელოდიები. გთავაზობთ 10 მელოდიას, რომლებიც ჩემთვის, და დარწმუნებული ვარ ბევრისთვის ახალ წელთან არის ასოცირებული.


1. Let It Snow! Let It Snow! Let It Snow!

სემი კანისა და ჟიულ სტაინის ეს სიმღერა 1945 წლის ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, სრულიად შემთხვევით, მოცლილობის ჟამს დაიწერა. დღეს ბევრისთვის სწორედ იგი ქმნის წინა საახალწლო განწყობას.




2. Happy New Year

მომავალი ჰიტის პირველ ვერსიას ცოტა უცნაური სახელწოდება ჰქონდა: «Daddy Don’t Get Drunk On Christmas Day» («მამა, ნუ დალევ შობას»). მაგრამ მელოდია იმდენად სასიამოვნო იყო, რომ ავტორებმა გადაწყვიტეს ამგვარი ნახევრად სახუმარო ხასიათი ლირიკული ტექსტით შეეცვალათ. ასე დაიბადა ყველასთვის ცნობილი საახალწლო სიმღერა.



3. Last Christmas

ყველასთვის ცნობილი კომპოზიცია, რომელშიც მხოლოდ ერთი სიტყვა უკავშირდება შობას, სხვა მხრივ ეს ლამაზი სასიყვარულო სიმღერაა. თუმცა დამეთანხმებით, წინასაახალწლო განწყობას ნამდვილად გვიქმნის.



4. В лесу родилась елочка

1903 წელს შექმნილი ეს ნაწარმოები ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე პოპულარული საახალწლო საბავშვო სიმღერა იყო. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი სწორედ ამ მელოდიას ღიღინებს ახალი წლის გახსენებაზე...



5. We Wish You A Merry Christmas

ეს პოპულარული საშობაო ჰიმნი ინგლისში XVI საუკუნიდან არის ცნობილი. ძალიან ცოტაა საშობაო ჰიმნი, რომელშიც შობასთან ერთად ახალი წელიც არის ნახსენები. ეს სიმღერა სწორედ ამგვარ გამონაკლისთა რიცხვს ეკუთვნის.



6. თეთრი ციდან ფიფქი ცვივა



7. კანფეტების თოვლი


8. Расскажи, Снегурочка


ეს ყველასათვის საყვარელი სიმღერა ჩვენი ბავშვობისდროინდელი მულტფილმიდან "აბა დამაცადე" ჩემთვის, და დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის დღემდე არაჩვეულებრივ საახალწლო განწყობას ქმნის.



9. Мне нравится ფილმიდან "Ирония судьбы, или С легким паром!"


მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმღერის ტექსტს არავითარი კავშირი არა აქვს ახალ წელთან, ბევრისთვის ის ამ დღესასწაულთან ასოცირდება, თუ რატომ, ვფიქრობ, ამას ახსნა არც სჭირდება.





10. Jingle Bells

დაბოლოს, შეიძლება ითქვას, მეგაჰიტი, სიმღერა, რომლის გარეშეც ახალი წელი ალბათ ყველასთვის წარმოუდგენელია. ამერიკელი კომპოზიტორის, ჯეიმს ლორდომ პიერპონტის მიერ 1857 წელს დაწერილ ამ ნაწარმოებს თავიდან «One Horse Open Sleigh» ერქვა და მელოდიაც უფრო რთული ჰქონდა. ვინ და როდის გადააკეთა იგი თანამედროვე ვარიანტად, დღემდე უცნობია.




ეს მხოლოდ ჩემს მიერ შემოთავაზებული ათეული გახლდათ. რას დაამატებდით, ეს უკვე თქვენთვის მომინდია...


ძალიან ადრეა, მაგრამ მაინც, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!..


0
789
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
789
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0