x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
მოძალადე და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ცნობილები

ოჯახში ძალადობა ყველა დროის აქტუალური თემაა, რომელიც ერთნაირად არსებობს საზოგადოების ყველა ფენაში. როგორც წესი, ამ თემაზე არ საუბრობენ და მომხდარის დამალვას ცდილობენ მსხვერპლები, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ თემაზე საუბარს არ ერიდებიან და მზად არიან საჯაროდ გაასამართლონ მოძალადე, თუნდაც ის მსოფლიოსთვის გმირი იყოს. ამ სტატიაში გთავაზობთ ცნობილ ადამიანებს, რომლებიც ოჯახური ძალადობის მთავარი მოქმედი პირები არიან და ამას არ მალავენ.


ტომი ლი და პამელა ანდერსონი
image
ტომი ლი ცნობილი დრამერია, რომელსაც პოპულარობა ჰოლივუდის სექს სიმბოლოსთან ქორწინებამაც მოუტანა. წყვილი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული ურთიერთობით, მაგრამ მათ ცხოვრებაშიც დადგა ძალადობის ეტაპი. 1998 წელს, მიუხედავად იმისა, რომ პამელას ხელში მცირეწლოვანი ვაჟი ეჭირა, ტომი ლიმ მაინც დაარტყა, რის გამოც მომდევნო 4 თვე მუსიკოსმა ციხეში დაჰყო.



მელ გიბსონი და ოქსანა გრიგორიევა
image
ყველასათვის ცნობილ და საყვარელ მსახიობს, აწ უკვე რეჟისორსაც, რომელიც უამრავი ჯილდოს მფლობელია, ყოფილი მეუღლე, ცნობილი რუსი პიანისტი და კომპოზიტორი
ოქსანა გრიგორიევა ბრალს სდებს შეურაცყოფისთვის და პოლიციამ გიბსონს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.



დენის როდმანი და კარმენ ელექტრა
image
მიუხედავად იმისა, რომ ქორწინებამ სულ რაღაც 9 დღეს გასტანა, მაინც მოასწრეს და ერთმანეთზე იძალადეს. ჩხუბის შედეგად ორივე დაშავდა და შესაბამისად, ორივე გაასამართლეს ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.



მაიკ ტაისონი და რობინ გივენსი
image
წყვილი ერთად სულ რაღაც 1 წელი ცხოვრობდა. რობინი ირწმუნება, რომ ეს იყო მისთვის წამებისა და ძალადობის ერთი წელი, დიდი ჯოჯოხეთი, რაც შესაბამისად,
მათი განქორწინების მიზეზი გახდა.



ჩარლი შინი
image
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი არამარტო საკუთარი ნიჭითა და შესაძლებლობებით, არამედ ქალებზე ძალადობის დიდი ისტორიით. მისი ორი ქორწინება სწორედ ძალადობის გამო დასრულდა. მესამე ქორწინების დროს მან ასევე იძალადა და შედეგად ციხეში აღმოჩნდა.



კრის ბრაუნი და რიანა
image
მათი ერთად ცხოვრების განმავლობაში ძალადობის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. კრისს რიანასთან მიახლოვებაც კი ეკრძალებოდა. 2013 წელს წყვილმა ურთიერთობა ისევ განაახლა, მაგრამ წლის ბოლოს ისევ დაშორდნენ.



მადონა და შონ პენი
image
წყვილი 1985 წელს დაქორწინდა და ყველაფერი კარგად იყო, სანამ მათი პროფესიებიდან გამომდინარე, ცალ-ცალკე ყოფნა მოუწევდათ. მადონამ განქორწინების
პროცესი წამოიწყო, რასაც შონის დიდი აგრესია მოჰყვა. იგი შეიპარა მეუღლის სახლში, ჩაკეტა და 9 საათის განმავლობაში სცემდა. მსახიობი შიგადაშიგ ლუდის დასალევად გადიოდა და ისევ უბრუნდებოდა ცოლის ცემას. საბოლოოდ, მადონამ მოახერხა და გაიქცა, თუმცა ყოფილი მეუღლე დასაჭერად ვერ გაიმეტა.

0
304
2-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0