x
image
დონ ჟუან
,,პოეზია უპირველეს ყოვლისა"

image ადამიანებს სურთ მოვლენების დამახსოვრება, ეს მწერლობის გამოგონების ერთ-ერთი მიზეზია.
ადამიანებს შორის ხშირადაა აზრთა სხვადასხვაობა ხელოვნების შეფასებაში. მისი ნიმუში მრავალი ხერხით შეიძლება შეიქმნას. ხელოვანთაგან თითოეული სხვადასხვა დარგში მუშაობს.
პოეტი შეიძლება უშუალოდ სინამდვილეს ასახავდეს, ზოგი მხოლოდ იმას გადმოგვცემს, რასაც გონებით წარმოიდგენს. ბევრიც ერთმანეთს უხამებს სინამდვილეში ნანახსა და წარმოდგენილს.
ბევრი ქართველი პოეტი მთელ სიცოცხლეს უძღვნის პოეზიას, მაგრამ მათი ქმნილებები არავის უნახავს, არავის მოუსმენია. ისინი სიღარიბეში დაიხოცნენ და მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მიაღწიეს აღიარებას. მათ ისე ოსტატურად შეეძლოთ დაეხატათ გრძნობები, ტკივილი, ტანჯვა, სინანული, სიყვარული, ვნება თუ სურვილი, რომელთაც ისინი გულიდან იგლეჯდნენ, როგორც სისხლის წვეთებს.
მხოლოდ ერთეულები არაინ დაჯილდოვებულნი იმ ნიჭით, რასაც პოეტობა ჰქვია. პოეტს არ შეუძლია იმ მოზღვავებული ემოციებისა და გრძნობების შეკავება თუ ის არ დაიწურება და დაიღვრება სისხლად, ნაღვლად ფურცელზე, რის შედეგად იბადება “პირმშო პოეტისა"
“გაგიჟება სჯობს თუ გათავდა სიტყვის მაგანი" პაოლო იაშვილს სურს თქვას, რომ პოეტისთვის ყველაზე დიდი ტკივილი და ტანჯვაა, უსუცოცხლო, უმიზნო ცხოვრებას დაემსგავსება მისი ყოფა და თავად კი “ყვავებისთვის გასატან მძორს" თუ გამოელია სათქმელი კალმის გამოსათქმელი.
“პოეზია მადლია, ნიჭია", რომელიც ეძლევა მხოლოდ ერთეულებს, ღვთისაგან გამორჩეულთ. “მადლია, მაგრამ, დიდი ტვირთიც არის", რადგან იგი მოვლენილია იმისთვის, რომ სისხლის შეუწყვეტელი დენა შეუჩეროს ადამიანთა სიცოცხლეს.
პეოეტი ერთგვარი შუამავალია მიწასა და ადამიანს, ზეცასა და მიწას შორის, რადგან ღვთის სიტყვა მიაქვს ხალხის გულამდე. პოეტი თვით წარუძღვება ერს უფლის მცნების შესასრულებლად. მას მომალებული აქვს ნიჭი უხილავის დანახვის, გაგების, მოსმენისა და შემეცნებისა.
უფალთან საუბარი ხატოვნად მიანიშნებს პოეტის უნარზე ჩასწვდეს და გაიზიაროს უმაღლესი ჭეშმარიტება. ღვთის სიყვარული უნდა იყოს პოეტისთვის გზა და ხიდი მკითხველის გულისაკენ. ნაკლის მხილება, სამართლის სამსახური, ბოროტის დევნა, დაჩაგრულის შემწეობა, დავრდომილის აღდგენა, მტირალის ნუგეშისცემა მხოლოდ დიდი რწმენით ანთებულ სიყვარულს ძალუძს.
პოეზია ისეთივე ყოვლის შემძლეა, რომ პოეტს ცლის ყოველგვარი გრძნობებისაგან და ემოციებისგან, აკლებს წლებს, მაგრამ იქმნება იმ ტანჯვის, სისხლის, ცრემლის, დარდის, ნაღველის, სინანულის სახე რასაც ლექსი ჰქვია. ლექსი “დამშეული ქაღალდების" სტრიქონებით დაპურებაა.
პოეზია პარალელურ სამყაროს ჰგავს, რომელიც უხილავი და მიუწვდომელია ჩვეულებრივი ადამიანისთვის, იქ მოგზაურობა შეუძლიათ მხოლოდ პოეტური სულის მქონე ადამიანებს. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიშველიოთ გალაკტიონის სიტყვები “არ მიცხოვრია, მე გავიარე სიცოცხლის ახლოს" ან “მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს".
პოეტები მხატვრებს გვანან, რომლებსაც ძალუძთ სილამაზე მიანიჭონ არაფერს, გაააფერადონ მუქი სამყარო.
პოეზია შეუძლია გვაგრძნობინოს, დაგვაჯეროს, დაგვარწმუნოს, რომ არსებობს მესამე გზა, სადაც პოეტები ადამიანსა და პოეზიას შორის დამაკავშირებელი რგოლი, აწუხებთ ფიქრი სიკვდილზე, სიშორეზე, მაგრამ მოვა ის წამი, როცა ცოცხლები აღარ იქნებიან თუმცა მაინც სჯერათ რომ არსებობს “უკვდავებს ცისპერი მხარე" როგორც ამას ტერენტი გრანელი აღნიშნავს და ბოლოს “მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს"-როგორც ბრძანებდა დიდებული ტიციანი.

0
1052
2-ს მოსწონს
ავტორი:დონ ჟუან
დონ ჟუან
1052
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0