x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
არარეალური ხელოვნება : 10 არტ - ობიექტი, რომელთა ნახვა გაგაოცებთ
თანამედროვე ხელოვნება ყოველთვის როდია გასაგები უბრალო ადამიანებისათვის. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ხშირად ხელოვნებთმცოდნეები საათობით უხსნიან ობივატელებს ამა თუ იმ უცნაურ ნახატში ან ინსტალაციაში ჩადებულ აზრსა თუ ჩანაფიქრს. ჩვენდა საბედნიეროდ, არსებობენ თანამედროვე მხატვრები, რომელთაც შესწევთ უნარი, არამარტო შოკში ჩააგდონ მნახველები, არამედ გააცინონ, სასიამოვნოდ გააოცონ და დააფიქრონ ისინი ცხოვრებისეულ პრობლემებზე. ამის მტკიცებულებაა ქვემოთ მოყვანილი ნაკრები სააგენტო Reuters-ის ფოტოსამსახურისა, სახელწოდებით "არარეალური ხელოვნება".


image


ბევრი თანამედროვე მხატვარი ამშვენებს თავისი ნახატებით ქალაქის ქუჩებსა და შენობების კედლებს. როგორც ჩანს, სწორედ აქედან მოდის მათი ინტერესი დიდი ფორმების მიმართ. ეს დიდი ხანდახან უზარმაზარადაც კი გადაიქცევა ხოლმე. ამაში დავრწმუნებით, თუ ვნახავთ ესპანელი მხატვრის კრისტინა ლუკასის ნახატს, სახელწოდებით "ალისა".


image




ეს უზარმაზარი ერბოკვერცხი კი ავსტრალიელი მხატვრის ჯერემი პარნელის ნამუშევარია სიდნეის პლაჟზე. ავტორის სიტყვით, მას მუზა ეწვია მაშინ, როცა დაინახა, თუ როგორ "იხრუკებოდა" ათასობოთ ადამიანი მზეზე.


image



თანამედროვე ხელოვნება დროგამოშვებით ცინიკურიც კია. შეხედეთ თუნდაც ამ ნამუშევარს - ჯეკ რასელ ტერიერის ფიტულს წარწერით :"მე მკვდარი ვარ". ეს "შედევრი" ინგლისელ მხატვარს დევიდ შრიგლს ეკუთვნის და ის წარმოდგენილი იყო ლონდონის გამოფენაზე.


image


ვინსენტ ჰუატის შედარებით ნაკლებად შემზარავი, მაგრამ საკმაოდ საშიში კომპოზიცია სახელწოდებით "თვითმკვლელი პინგვინები", როგორც ხვდებით, ეძღვნება გლობალურ დათბობას და მოთავსებულია ტემზის ხიდის ქვეშ.


image



ავსტრალიელმა ნიკ სავასმა ეს კომპოზიცია 50 000 - ზე მეტი ბურთულისგან შეადგინა. მიღებულ შედევრს ავტორმა უწოდა " ატომიქსი-სავსე სიყვარულითა და სასწაულით". ბურთულები ლამაზად იფანტება გარშემო ათობით ვენტილატორიდან მონაბერი ჰაერით.


image


საიმონ ბირჩის ეს კომპოზიცია, სახელწოდებით "ნამსხვრევებიდან გამომძვრალი", გამოფენილია ჰონკონგში, თანმამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენაზე.


image


და ისევ გიგანტომანია: რობერტ ტერიენის მონუმენტური ავეჯი ბელფასტში.


image


უკანასკნელი წლების კიდევ ერთი მოდური მიმდინარეობა ხელოვნებაში-ჰიპერრეალისტური სკულპტურებია, რომლებიც თავგზას უბნევს გაუთვითცნობიერებელ მნახველს. აი, მაგალითად, იან ვან დე ვეგის სკულპტურა, გამოფენილი მაიამიში. თვალებს არ უჯერებთ, არა? .. ცნობისათვის, სკულტურა ფოტოზე მარცხნივაა და არა მარჯვნივ.


image



აი ეს გოლიათი კი ნამდვილ ადამიანში არასოდეს აგერევათ. ავსტრალიელი რონ მოუეკის სკულპტურა " ველური ადამიანი" დიდი პოპულარობით სარგებლობს მნახველებში.


image


და ბოლოს, მინდა შემოგთავაზოთ გაცილებით სასიამოვნო სანახაობა: ბრაზილიელმა მხატვარმა ედუარდო სრურმა ეს სკულპტურა სან-პაულოს ხიდზე მოათავსა. ავტორის თქმით, სკულპტურის დანიშნულებაა ყურადღება გაამახვილოს მდინარეების დაბინძურების პრობლემაზე. საინტერესოა, რომელიმე თქვენგანს თუ მოუვიდა აზრად, რომ კომპოზიციაში ეს აზრი იყო ჩადებული.


image

8
119
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
119
  
2014, 4 დეკემბერი, 17:05
კაი:D
2014, 4 დეკემბერი, 16:54
არაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
2014, 4 დეკემბერი, 16:53
:* გაგირიგებ მაგ კაცს, გინდა?
2014, 4 დეკემბერი, 16:52
:–*
2014, 4 დეკემბერი, 16:48
ვიცოდი რომ შენ მოგეწონებოდა
2014, 4 დეკემბერი, 16:13
მაგარია ის გოლიათი კაცი :D
2014, 4 დეკემბერი, 15:39
გმადლობთ:)
2014, 4 დეკემბერი, 15:26
კარგი იყო, მომეწონა
0 1 8