x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
სატელიტური კომპანია SES საქართველოს ტელემაუწყებლობას ტელეარხ “ПЕРЕЦ INTERNATIONAL/წიწაკა INTERNATIONAL“- ის სიგნალს მიაწვდის

სატელიტური კომპანია SES (ნიუ იორკის საფონდო ბირჟა ევრონექსტ პარიზი და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა: SESG) იუწყება, რომ ჰოლდინგმა СТС მედია დაიწყო სატელევიზიო არხის “Перец/წიწაკა” მაუწყებლობა დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მაუწყებლობა განხორციელდება SES ASTRA 5B თანამგზავრზე გრძედის 3

1, 5 დასავლეთ გრადუსის პოზიციიდან.

image“Перец/წიწაკა” წარმოადგენს ორიგინალურ ტელეარხს 25-49 წლის აუდიტორიისათვის. ტელეარხის “Перец/წიწაკა” საერთაშორისო ვერსიის მაუწყებლობამ SES ASTRA 5B თანამგზავრიდან შესაძლებელი გახადა მისი გავრცელების ზონის გაფართოება. ტელეარხი უკვე ხელმისაწვდომია ფასიანი ტელემაუწყებლობის
ოპერატორებისათვის ბელორუსიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. თანამგზავრ ASTRA 5B-ს ფართო ტექნიკური დაფარვის წყალობით იგეგმება არხის დისტრიბუცია ახალ რეგიონებში - ბალტიის ქვეყნებში, ისრაელსა და აღმოსავლეთ ევროპაში.
სერგეი პეტროვი, СТС მედიის გენერალური დირექტორის მოადგილე მაუწყებლობის მართვის სფეროში: „СТС მედიის სტრატეგიული მიზანია მულტიფორმატულ ჰოლდინგად გარდაქმნა, რომელიც თავის კონტენტს ავრცელებს მთელს კონტინენტზე ყველა სახის გარემოსა და ბაზრებზე. ამ სტრატეგიის რეალიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია СТС მედია არხების საერთაშორისო მაუწყებლობის განვითარება
რუსულენოვანი მაყურებლების უდიდესი აუდიტორიის მქონე ქვეყნებში. არხის თანამგზავრზე აყვანა - განვითარების ახალი ეტაპია, რომელიც მნიშვნელოვნად აფართოებს კომპანიის დისტრიბუციის შესაძლებლობებს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.“

„ჩვენ ვიცით, რომ რუსულ ტელეარხებს აქვთ არჩევანი და მოხარულნი არიან, რომ СТС მედიამ SES-თან თანამშრომლობა აირჩია. Перец/წიწაკის საერთაშორისო ვერსია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რუსული გასართობი ტელეარხია, რომელიც მოწადინებულია თავისი კონტენტი მიიტანოს მაყურებელთა აუდიტორიებამდე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ შევძლებთ ტელეარხის განვითარების ხელშეწყობას რუსეთის ფარგლებს გარეთ, “ - განაცხადა მიხეილ სანდლერმა, SES-ის ბიზნესის განვითარების დირექტორმა რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში.

თანამგზავრი ASTRA 5B 2014 წლის მარტში იქნა ჩაშვებული გრძედის 31, 5 დასავლეთ გრადუსის წერტილში, SES-ს ახალ ორბიტალურ პოპიციაზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, რუსეთისა და დსთ-სათვის. თანამგზავრი შექმნილია უაშუალო თანამგზავრული მაუწყებლობის მომსახურებისათვის, ასევე სატელევიზიო სიგნალის მისატანად მაუწყებლობის საკაბელო და საეთერო ქსელებისათვის.

0
21
1-ს მოსწონს
ავტორი:SES Astra
SES Astra
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0