x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"უკანასკნელი ხუმრობა" – ყველაზე სასაცილო წარწერები საფლავის ქვებზე
ინგლისელი მსახიობის, კომედიანტის და პოეტის სპაიკ მილიგანის საფლავის ქვაზე ასეთ წარწერას ამოიკითხავთ:" ხომ გეუბნებოდით, ავად ვარო!"...

და ეს როდია ერთადერთი ეპიტაფია, რომელიც გაგაცინებთ და ამავე დროს ჩაგაფიქრებთ ცხოვრების ამაოებაზე. დღევანდელ პოსტში სწორედ ასეთ იუმორით აღსავსე ეპიტაფიებზე გვექნება საუბარი.


image



კანადაში, ნოტრ-დამ-დე-ნეჟის სასაფლაოზე არის ერთი საფლავი, სადაც ახალგაზრდა კაცი, სახელად ჯონია დასაფლავებული. თუ რას საქმიანობდა ეს ბიჭი სიცოცხლეში და საერთოდ, რას წარმოადგენდა - ცნობილი არაა. აშკარაა მხოლოდ ერთი რამ: სიცოცხლეში ის ძალიან ხშირად ღალატობდა ცოლს. ჯონის საფლავზე მემორიალური ქვა მისმა ცოლმა და საყვარელმა დადგეს. თითქოს ერთი შეხედვით უცნაური აქ არაფერია, წარწერა სევდითა და ლამაზი სიტყვებითაა სავსე, მაგრამ თუ მას აკროსტიხად წავიკითხავთ-ანუ პირველი ასოებით, მაშინ მივხვდებით, თუ რას ფიქრობდნენ ეს ქალები საბრალო ჯონზე. ეს სულაც არაა ქალაქური ლეგენდა, ეს სიმართლეა!



image



საინტერესო წარწერებს შეიძლება შევხვდეთ არამარტო უბრალო ადამიანების, არამედ საკმაოდ ცნობილი პიროვნებების საფლავის ქვებზე. ამერიკელი მწერლის ჩარლზ ბუკოვსკის საფლავის ქვაზე წაიკითხავთ სიტყვებს: "ნუ ეცდები".

ეს ფრაზა ამ პიროვნების საყვარელ სიტყვებს წარმოადგენდა მის სიცოცხლეში. ბუკოვსკის აზრით, თუ ადამიანს უნდა რაიმეს მიაღწიოს, მან მიზნისათვის არაფერი არ უნდა გააკეთოს და არ ეცადოს, სანამ არ დადგება ამისათვის შესაფერისი დრო და პირობები.


image



ამერიკელი მედიამაგნატი და ცნობილი ტელეწამყავანი მერვინ გრიფინი სიცოცხლეში საკმაოდ ხალასი იუმორის გრძნობით გამოირჩეოდა. მას არც ლოგიკა ღალატობდა, ამიტომ გრიფინის საფლავის ქვაზე სამართლიანადაა გაკეთებული შემდეგი წარწერა :" ამ განცხადების შემდეგ მე აღარ დავბრუნდები". ზუსტად ამ ფრაზით დასრულდა უკანასკნელი ტოქ-შოუ, რომელიც მარვის 1962-1986 წლებში შეუცვლელად მიჰყავდა. ტელეწამყვანმა მაშინ თითქოს მიანიშნა მაყურებლებს, რომ სარეკლამო პაუზის შემდეგ მას აღარ უნდა დალოდებოდნენ: შოუ დასრულდა და მისი მორიგი გადაცემა ეთერში აღარ გავიდოდა.


image


სხვათა შორის, გრაფინის ბიოგრაფები ამბობენ, რომ ის სულ სხვა ეპიტაფიაზე ოცნებობდა, კერძოდ სიტყვებზე :"არ გადართოთ!". ეს მისი საყვარელი ფრაზა იყო.



თავისი კარიერის განმავლობაში მელ ბლანკმა მულტფილმის უამრავი პერსონაჟი გაახმოვანა. სწორედ მისი პირით ლაპარაკობდნენ ბაგზ ბანი, დაფი დაკი, კატა სილვესტერი და სხვა ანიმაციური გმირები. ასე რომ, ეპიტაფიად მან აირჩია სერიალ Looney Tunes —ის გამოსამშვიდობებელი სლოგანი:– «That’s all Folks!» ანუ "ყველაფერი დამთავრდა".


image



ცნობილმა მომღერალმა ფრენკ სინატრამ თავისი საფლავის ქვის ეპიტაფიად აირჩია სიტყვები მისი ერთ-ერთი ცნობილი სიმღერიდან " Best is yet to come "- "ყველაფერი საუკეთესო-წინაა" . რა თქმა უნდა, იუმორი აქ ცოტაა, მაგრამ სიმართლის მარცვალი და ლოგიკა ამ სიტყვებში ნამდვილადაა.


image

ცნობილი მოკრივის არტურო გატის საფლავის ქვაზე ამოიკითხავთ სიტყვებს:"ნუ დაითვლით ათამდე, მე უკვე ვეღარ ავდგები".


image

ეს კი წარწერაა იტალიის ერთ-ერთ სასაფლაოზე არსებულ საფლავის ქვაზე. სავარაუდოდ ეპიტაფია "მოსიყვარულე " ქმრის იდეაა. მასზე ვკითხულობთ: " აქ განისვენებს ჩემი საყვარელი ცოლი ბრუნჯილდა ბალამონტე. უფალო, მიიღე ის ისეთი სიხარულით, როგორი სიხარულითაც მე შენთან გამოვუშვი". ნეტა როგორ ძლიერ უნდა "გიყვარდეს " ცოლი, რომ საფლავის ქვაზე ასეთი წარწერა გააკეთო?


image

1
1128
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1128
  
2019, 5 იანვარი, 23:19
მიყვარდა ღვინო მიშლიდით ყველა. ახლა მასხით ზემოდან.......
0 1 1