x
image
მანჩო 777
როგორ უნდა გაერთოთ, სანამ თქვენი ცოლი საყიდლებითაა დაკავებული - სასარგებლო რჩევები მამაკაცებს
ამ ცოტაოდენი ხნის წინ აშშ-ში ერთი კურიოზული შემთხვევა მოხდა: მაღაზია Kmart-ის სამომხმარებლო სამსახურმა წერილი გაუგზავნა ერთ ქალბატონს, რომელსაც აეკრძალა ამ მაღაზიაში ვიზიტი. გთავაზობთ ამ წერილის თარგმანს:


image


"ძვირფასო ქალბატონო ფენტონ!

გასული ნახევარი წლის განმავლობაში ჩვენი მაღაზიის დაცვის სამსახური ყურაღებით ადევნებდა თვალს თქვენი ქმრის საქციელს ჩვენს მაღაზიაში თქვენი ვიზიტის დროს. ქვემოთ ჩამოთვლილ სიაში წარმოდგენილია მის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დაწვრილებითი ჩამონათვალი. ყველა ინციდენტი დადასტურებულია ჩვენი მაღაზიის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერებით.



ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ თქვენი მეუღლე სიტყვიერად, რომ მაღაზიაში ყოფნის დროს წესიერად მოქცეულიყო, მაგრამ ის მუდამ იგნორს უკეთებდა ჩვენს გაფრთხილებას. ჩვენს შენიშვნებს ის პასუხობდა უხეშად და აგრეთვე მან გამოგვიცხადა: "სანამ ჩემი ცოლი ამ მაღაზიაში დადის საყიდლებზე, მეც მუდამ ვივლი აქ". ამის გამო ჩვენ იძულებული ვართ, რომ თქვენ, თქვენს მეუღლეს და თქვენი ოჯახის წევრებს აგიკრძალოთ ჩვენს მაღაზიაში ვიზიტი.


ახლა კი გაგაცნობთ იმ საქციელის ჩამონათვალს, რომელიც თქვენმა ქმარმა ჩაიდინა ჩვენს მაღაზიაში გასული 6 თვის განმავლობაში.


image


15 ივნისი : აიღო პრეზერვატივების 24 შეკვრა და ჩუმად უწყობდა მათ მყიდველებს კალათაში, როცა ისინი გვერდზე იყურებოდნენ;


2 ივლისი: გააკეთა ტუალეტისაკენ მიმავალი ბილიკი ტომატის წვენისაგან;


19 ივლისი: მივიდა ერთ-ერთ ჩვენს თანამშრომელთან და სერიოზული სახით გამოუცხადა: "კოდი 3 საოჯახო საქონლის განყოფილებაში"...შემდეგ კი აკვირდებოდა მისი სახის რეაქციას;


4 აგვისტო: მივიდა ადმინისტრატორთან და თხოვა გაეფორმებინა ჩამოწერილად M&M-ის შეკვრა;


14 სექტემბერი: აიღო გამაფრთხილებელი ნიშანი "ფრთხილად, სველი იატაკია" და ის გადაიტანა ხალიჩებიან განყოფილებაში;


15 სექტემბერი: ტურისტული საქონლის განყოფილებაში გაშალა კარავი და მაღაზიაში შემოსულ მყიდველებს სთავაზობდა შიგ შესვლას და დაძინებას, თუკი მათ თან ექნებოდათ ბალიში;


23 სექტემბერი: მაღაზიის კონსულტანტის კითხვაზე, ხომ არ სურდა მას დახმარება საქონლის არჩევაში, მან დაიწყო ყვირილი: "ადამიანებო, რატომ არ მაცლით მშვიდად ცხოვრებას?";


4 ოქტომბერი: დაიწყო სათვალთვალო კამერაში ყურება, ვითომ სარკეში იხედებოდა, თან ამავე დროს ცხვირს საძაგლად იჩიჩქნიდა;


10 ნოემბერი: ცეცხლსასროლი იარაღის განყოფილებაში გამყიდველს მოსთხოვა მისთვის მიეყიდა ჩასახვის საწინააღმდეგო აბები;


3 დეკემბერი: დაიწო მაღაზიის სექციებში სირბილი, თან ხმამაღლა სტვენდა მელოდიას ფილმიდან "მისია შეუსრულებელია";


18 დეკემბერი: დაიმალა საკიდზე ჩამოკიდებულ პალტოში და მყიდველებს აშინებდა ყვირილით "მე მიყიდე, მე მიყიდე..";


21 დეკემბერი: გაიგონა რა მიკროფონში გამოცხადებული განცხადება, დავარდა იატაკზე და დაიწყო ყვირილი:"მიშველეთ, ისევ მე მეძებენ";


23 დეკემბერი: დაიმალა გასასინჯ ოთახში და იქედან ყვიროდა: "ტუალეტის ქაღალდი მომიტანეთ" ;



P.S. საინტერესოა, რა რეაქცია ჰქონდა ცოლს, როცა ქმრის ოინების შესახებ შეიტყო და როგორ დასაჯა მან ის (როცა ქალს უკრძალავენ საყვარელ სავაჭრო ცენტრში შესვლას, წარმოდგენილი მაქვს, რა რისხვას დაატეხდა ის თავს საბრალო ცუღლუტ და მასხარა ქმარს).


image

2
99
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
99
  
2015, 14 მაისი, 19:20
მადლობააა :*
2015, 14 მაისი, 18:46
ვაიმე რამდენი ვიცინე, გავაზიარეეე :*
0 1 2