x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
"მთელი დღეა შოკში ვარ და შინაგანად ვკანკალებ!"–რა შეემთხვა ლიზა ყენიას?
image

ახალგაზრდა მომღერალ ლიზა ყენიას მთელი საქართველო იცნობს. გოგონა ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, თუმცა სამომავლო გეგმები კარგა ხნის წინ დაისახა და წარმატებულადაც ანხორციელებს. ლიზა მომღერალ მაია ჯაბუას ქალიშვილია.

მომღერალი ერთ შემთხვევაზე გვიამბობს, რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ გადახდა."მთელი დღეა შოკში ვარ და შინაგანად ვკანკალებ! დღეს პეკინზე შუქნიშანზე ქალი ისე გამეტებით სცემდა მათხოვარ ბავშვს, რომ გადავირიე!!! თან ისეთი საყვარელი ბავშვი იყო! წარმოვიდგინე იგივე მდგომარეობაში ჩემი პატარა ძმა რომ ვიღაცას ჩაეყენებინა, ვეღარ მოვითმინე გადავხტი მანქანიდან და ამ ქალთან მივვარდი, პრინციპში ქალიც არ ყოფილა ახალგაზრდა გოგო იყო! იმდენად გავმწარდი, რომ წყნარად ვერ ველაპარაკე ვუკიოდი ესე როგორ ურტყამ ბავშვს მეთქი! მოვკიდე ამ ბიჭს ხელი და ჩემს ტაქსის მაქანაში ჩავსვი!! საშინლად გამოვლანძღე ეს გოგო და არ მინდოდა რამე უცენზურო მეთქვა და ანერვიულებულზე ძაან მედიდური სახით ვუთხარი ტრაკი დააყენე თქო (ახლა ძაან მეცინება).

ვერ ვხვდები ამ დროს ამ ბავშვს რა უნდა ექნა? წამოვიყვანე და მთხოვა ზოოპარკთან ჩამომესვა...."-წერს ლიზა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. მომდარმა ფაქტმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, ლიზას კი საქციელი მოუწონეს.

შეგახსენებთ, რომ ლიზა ყენია პროექტ "ერთი-ერთში" იღებს მონაწილეობას. ის პროექტის ყველაზე პატარა მონაწილეა, მაგრამ ტოლს არავის უდებს. გოგონა ჟიურისა და მაყურებელთა სიმპათიასაც იმსახურებს. ვუსურვოთ ლიზას წარმატებები და ბედნიერი მომავალი...


imageimage

1
1245
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1245
  
2014, 29 ნოემბერი, 23:01
პროფილს უყურა ხოოო....
0 1 1