x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
როგორ და სად ატარებენ ზოდიაქოს ცეცხლოვანი ნიშნები ახალ წელს?

imageვერძი - ერთ ვერძზე მეტი არ შეკრიბოთ!
ახალი წლის ღამეს, ვერძები მართლაც ძალიან
საყვარლები არიან... სანამ არ დალევენ, მაგრამ ახალი წლის შეხვედრა მათთან ერთად,
ძალიან სახალისოა.
სად უნდა შეხვდეს ახალ წელს ვერძი? ისინი
უპირატესობას ანიჭბენ სახლში დარჩენას, ან დროს გაატარებენ ახლო მეგობრების ან
ნათესავების სახლში. ახალი წელი კლუბებში ან რესტორნებში, ვერძებისთვის
განკუთვნილი არ არის. თანაც ვერძს ყოველთვის ყავს ერთი მეგობარი, რომელიც არ
შეიძლება გამოაჩინო, რადგან სირცხვილია... არ გყავთ ასეთი მეგობარი? მაშინ ვერძო,
ეს თავად ხართ.
ამიტომაც, შეხვდით ახალ წელს თბილ, მეგობრულ
გარემოში, სადაც თავს იგრძნობთ მშვიდად და კომფორტულად. დასალევებში კი ეს ცეცხლოვანი
არსებები უპირატესობას ანიჭებენ კარგი
ხარისხის ვისკის ან კონიაკს... თუმცა, ამ დღესასწაულზე იმ რაოდენობით ალკოჰოლს
იღებენ... განა მნიშვნელობა აქვს რამდენ წლიანი დაძველებითაა ვისკი? როცა ვერძები
სვამენ, ჰგონიათ რომ ყველა მათ აქცევს ყურადღებას... თუმცა ეს ასე სულაც არაა.
თუ სუფრასთან შეიკრიბება
რამდენიმე ვერძი, მაშინ თქვენ ეზიარებით ჭეშმარიტ თავგადასავლებს და ბოლომდე
ჩასწვდებით ახალი წლის ხიბლს.. თუმცა, სავარაუდოა, რომ შემდეგ წლამდე ვერ
გამოხვიდეთ ნაბახუსევიდან. ვერძებს უნდა ახსოვდეთ, რომ ახალი წელიც და სასმელიც
ოდესმე დამთავრდება...


ლომი -
სასწაული სამეგობრო წრეში!
ლომები
ახალი წლის ღამეს უნდა იყვნენ ზუსტად ისეთები, როგორი არაჩვეულებრივებიც რეალურად
არიან. მათთვის, როგორც ვერძებისთვის, კარგი იქნება ახალი წლის საახლობლო წრეში
შეხვედრა. თუმცა, ვერძებისგან განსხვავებით მათ ძალიან მოსწონთ კლუბები და
რესტორნები. მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ ახლობლებს, თუნდაც ისინი სხვა
სუფრასთან იყვნენ, მთავარია ახლოს ეგულებოდეს. სწორედ ასეთ სიტუაციაში, მეგობრებით,
ნათესავებით და ახლობლებით გარშემორტყმული ლომი ისვენებს, ერთობა და ატარებს
საოცარ დროს. თანაც ფაქტობრივად ალკოჰოლის გარეშე! ლომები - თავად აფრქვევენ
ბედნიერებას, სითბოს და სინათლეს. სწორედ ამიტომაც არ სჭირდებათ ალკოჰოლი.


ლომებმა
იციან, რომ არ შეიძლება ადამიანის მთელი გულით შეყვარება, თუ მასთან ერთად არ
იცინი და არ შეიძლება შეხვდე ახალ წელს მხიარულების და თავგადასავლების გარეშე...
და მხოლოდ ლომებმა იციან, რომ არაა აუცილებელი მარათონი, რათა დაამტკიცო, რომ
შეიძლება უაზრობების და სიგიჟეების კეთება!


ახალი
წელი კი ამისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა!




მშვილდოსანი - სამეგობროს დამამშვენებელი.


მშვილდოსნები ჩვეულებრივ ეძებენ საკუთარ თავს,
მობილურს, ცხოვრების აზრს და ადგილს, სადაც გაატარებენ ახალი წლის ღამეს. ალბათ
ყველაზე რეალური ადგილი, სადაც მათ ეს დღესასწაული უნდა გაატარონ, სახლია...
მაგრამ სწორედ სახლში ატარებენ ყველაზე იშვიათად ახალ წელს... თუ მშვილდოსანი
მოინდომებს, გაახალისებს სამეგობროს ღამის სამ საათზეც კი. შეიძლება ვიღაცამ
მშვილდოსანი უცნაურად მიიჩნიოს, რადგან ისინი ყველას არ გვანან. ნუ გაბრაზდებით „ყველაზე“.
სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან განსხვავებით, მშვილდოსნები ახალი წლის ღამეს თვითკონტროლს
კარგავენ. მშვილდოსნები კომუნიკაბელურები არიან და უყვართ ნაცნობობის აღსანიშნავად
დალევა. ეს რა თქმა უნდა შესანიშნავია, მაგრამ ხიფათს წარმოადგენს ამ ნიშნის
წარმომადგენლებისთვის.. განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდ კომპანიაში უწევთ ყოფნა...
საქმე იქამდეც მიდის, რომ ხშირად პირველ იანვარს საავადმყოფოში ხვდებიან. ამიტომ,
მშვილდოსნებო, მოუფრთხილდით თავს ახალ წელს.
ცხოვრებაში ხომ ყველაფერი უფრო რთულია, ვიდრე შეხვდე ახალ წელს - დალიო, დალიო და შეხვდე ახალ წელს.

0
368
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
368
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0