x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"ბრედი წავიდა"? - ბრიტანული სოციალური მედია ჰოლივუდის ვარსკვლავური წყვილის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ისინი სიდნეის ერთ - ერთი სასტუმროს აივანზე ცხარედ კამათობენ

imageახლახანს დაქორწინებული ჰოლივუდის ერთ - ერთი გამორჩეული წყვილი ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი გავრცელებული ინფორმაციით ერთმანეთს დაშორდნენ. ანჯელინა ავსტრალიაში ახალი ფილმის პრემიერისთვის იყო ჩასული მეუღლესთან ერთად და სიდნეის ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში the Inter Continental -

ში იმყოფებოდნენ. წყვილი პაპარაცებმა სასტუმროს აივანზე სწორედ იმ დროს დააფიქსირეს, როდესაც მსახიობი მამაკაცი ცხარედ ეკამათებოდა თავის ავადმყოფ მეუღლეს. ფოტოებზე კარგად ჩანს ბრედ პიტის სახის სასტიკი გამომეტყველება და ანჯელინა ხელში სიგარეტით. როგორც ცნობილია, მსახიობს კიბოს დაავადება აღმოაჩნდა და ექიმები მას კატეგორიულად უკრძალავენ თამბაქოს მოწევას, ისევე როგორც ალკოჰოლს. თვითმხილველების ვარაუდი უსაფუძვლო ნამდვილად არ იყო, როცა მათ ეჭვი გაუჩნდათ ცოლ - ქმრის ჩხუბზე და საფუძვლიანიც იყო გავრცელებული ინფორმაცია მათი დაშორების შესახებ.თვითმხილველები ბრედ პიტის იმედგაცრუებაზე და ანჯელინას თვალებზე არსებულ შეუშრობელ ცრემლებზე საუბრობენ.imageimageimageimageექვსი წლის წინ იმავე დაავადებით 56 წლის ასაკში ანჯელინას დედა მარშელინე ბერტრანდი გარდაიცვალა.ვარსკვლავური წყვილი იმავე საღამოს წითელ ხალიჩაზე ცალ - ცალკე იმყოფებოდნენ და სხვათაშორის მათ სიდნეი სხვადასხვა თვითმფრინავებით დატოვეს.

ფაქტის უტყუარობაზე მეტყველებს ანჯელინას სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადება, როცა ის სტუმრად იმყოფებოდა "Tom Brokaw the Today Show" შოუში.რა თქვა მსახიობმა: - " პირველ რიგში უნდა ვისწავლო ლაპარაკი და ამიერიდან შევეცდები, რომ ვიყო უფრო კარგი ცოლი. მან ჩემზე კარგად იცის ჩემი შეზღუდვები და ამიტომაც განიცდის ასე მტკივნეულად".image
imageრაც შეეხება ბრედ პიტს, მან განაცხადა: - " ოხ! თაფლი არ არის საჭირო! კარგად იცით ყველაფერი და მე ამ ქალს ვიღებ მთელი თავისი "down".

P.S.იმედი ვიქონიოთ, რომ ექვსი შვილის დედ - მამა ერთმანეთს არ დაშორდება და შუა გზაზე არ მიატოვებენ ბავშვებს, რომლებიც მთელმა მსოფლიომ მიიღო და შეიყვარა.imageimage

0
87
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0