x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
"რუსთავი 2" ბოდიშს იხდის "ნანუკას შოუს" გამო

imageტელეკომპანია "რუსთავი 2" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ბოდიშს იხდის "ნანუკას შოუში" წამოწეული რელიგიური თემატიკის გამო და აცხადებს, რომ კომპანიის სარედაქციო პოლიტიკა სრულად ეფუძნება რელიგიურ მრავალფეროვნებას და რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების პატივისცემას.



"სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ბოდიშს იხდის, თუ მის ეთერში გუშინ გასულ ტელეგადაცემა „ნანუკას შოუში“ უნებურად მოხდა იეჰოვას მოწმეების რელიგიური თემის წევრთა გრძნობების შებღალვა, ან მათი უფლებებისა და თავისუფლებების რაიმე სახით შეზღუდვა. „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა სრულად ეფუძნება რელიგიურ მრავალფეროვნებას და რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების პატივისცემას.
ტელეგადაცემა „ნანუკას შოუ“ გარე სტუდიის მიერ წარმოებული ტელეპროდუქტია, ჩვენი ტელეკომპანია არ იღებს მონაწილეობას მის შექმნაში და შესაბამისად, მოკლებულია კონტენტის რეგულირების მექანიზმებს. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენს ეთერში გასული ნებისმიერი გადაცემის შესაბამისობა ჟურნალისტურ სტანდარტებთან „რუსთავი-2"-ის ეთიკის საბჭოს განსჯადია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოგვმართოს და მისი განცხადება დროულად და ეფექტიანად იქნება განხილული.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ასევე მიესალმება გადაცემის წამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის პოზიციას, რომელმაც თავის განცხადებაში დაადასტურა რელიგიური მრავალფეროვნების და რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებისადმი პატივისცემა და საჯაროდ მოიხადა ბოდიში მის გადაცემაში გარკვეული გადაცდომისთვის."


შეგახსენებთ, რომ ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსი:


"26 ნოემბრის გადაცემაში “ნანუკას შოუ” სტუმრად იმყოფებოდა პროექტ “ნიჭიერის” მონაწილე გევორქ პეტროსიანი, რომელმაც იეჰოვას მოწმეები მოიხსენია “საშიშ, სასტიკ და ტოტალიტარულ სექტად” და დასძინა, რომ პროექტში მისი მონაწილეობის მიზანი საზოგადოებისთვის სწორედ ამის შეტყობინება იყო.

წამყვანმა არათუ არ შეაჩერა გადაცემის სტუმარი, არამედ თავადაც გამოიყენა დისკრიმინაციული ტერმინები: “ანუ ძაან ბნელა”, “იეღოველები აგრესიულები ხომ არ არიან?”, “თქვენ სიტყვას მაძლევთ, რომ აქ იეღოველები არ მომივარდებიან? მეშინია მე მაგათი”, “კარგი ქენით, რომ წამოხვედით”, “იეღოველები დაზომბირებულები არიან?” “ძაან მეშინია, რომ არ დამაგიპნოზონ”.

ქარტიის საბჭო შეახსენებს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2"-ს და გადაცემის წამყვანს, რომ მაუწყებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსით, რომლის 32-ე და 33-ე მუხლები მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპების დაცვას მოითხოვს."

1
751
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
751
  
2014, 28 ნოემბერი, 15:10
ნანუკამ საღვთო საქმე გააკეთა, მე სხვა შენიშვნა მექნებოდა, გავუფრთხილდეთ ქართულს!
0 1 1