x
image
worldsport.ge
რონალდუ რაულს გაუთანაბრდა

imageimageრონალდუმ “ბაზელთან” შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგაზე 71-ე გოლი გაიტანა. პორტუგალიელის გოლი არა მარტო კონკრეტული მატჩში იყო მნიშვნელოვანი, არამედ იმითაც, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების მიხედვით “რეალის” ყოფილი ფეხბურთელ რაულ გონსალეს ბლანკოს გაუთანაბრდა.
ამ ეტაპზე რაულსა და რონალდუს 71-71 გოლი აქვთ გატანილი. რონალდუს ასაკიდან და სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, რაულის პირადი რეკორდის დამხობა დროის ამბავია.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში ჰეთ თრიკი შეასრულა ლეო მესიმ, ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში არგენტინელმა 74-ე გოლი გაიტანა და ამ ეტაპზე რეკორდის ავტორია.


დიმა შარიქაძე

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0