x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
მილიონერმა უძრავ-მოძრავი ქონება დაარიგა და ქოხში გადასახლდა
imageეს ახალგაზრდა მამაკაცი ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ ბედნიერებას ფულით ვერ მოიპოვებ.


38 წლის საფეიქრო მრეწველობის მეფე ლიუ ცზინჩონგი იყო ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი და მულტიმილიონერი, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ გადაწყვიტა დაერიგებინა მთელი თავისი ქონება და ქოხში გადასახლებულიყო.ამის მიზეზი კი ავტოავარია გახდა, სადაც იგი მეგობართან ერთად მოყვა.


ავარიის შემდეგ ლიუს ფილოსოფია მთლიანად შეეცვალა, ჩაეფლო ბუდისტურ მოძღვრებაში, რომელიც ასწავლის, რომ სწორედ მატერიალური კეთილდღეობა არის ადამიანის ტანჯვის საწინდარი.


"მე მოვიშორე ჩემი ქონება, მათ შორის 7 ავტომობილი, აპარტამენტი, სახლი ქალაქგარეთ და ვიყიდე პატარა ქოხი, რომელიც საკმარისია ჩემთვის, აქ ვატარებ დროს და აქვე ვკითხულობ სასულიერო ტექსტებს."-ამბობს ლიუ.image"ეს მართალია რომ მე ბევრ ფულს ვშოულობდი და ვერ ვიტყვი, რომ ვერ ვიტანდი ჩემი ცხოვრების წესს, -აღიარა CentralEuropeanNews-თან ინტერვიუში ცზინჩონგმა, -მომწონდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც მეგობართან ერთად ავარიაში მოვყევი პროვინცია ციხაიში."imageმართალი ქოხი საკმაოდ მოშორებულია სხვა დასახლებული პუნქტებისგან, მაგრამ იგი სრულიად არ აპირებს სრულ იზოლაციას.


"ყოველთვის მოხარული ვიქნები თუ სტუმრები მეწვევიან. მიყვარს ახალი ხალხის გაცნობა და მათი ისტორიების მოსმენა."

0
108
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0