x
image
worldsport.ge
“ბოლუსფორის” პრეზიდენტს რეხვიაშვილის ხილვა მომავალ წელს სურს

imageთურქეთის პირველ ლიგაში მოასპარეზე “ბოლუსფორის” პრეზიდენტმა სავაშ აბაქმა დაადასტურა, რომ კლუბის ქართველ მცველ გიორგი რეხვიაშვილთან კონტრაქტს გაწყვეტს.
“გუშინ, “რეხვოს” მენეჯერი მოვიდა. ჩვენ დავსხედით და ვისაუბრეთ. რეხვიაშვილთან წელს კონტრაქტს გავწყვეტთ. ჯანმრთელი “რეხვოს” ხილვა მომავალ წელს მსურს. ის ამბიციური და კარგი მოთამაშეა. წელს რაც ხელფასი ეკუთვნის, მიიღებს. იმედია, მომავალ წელს ისევ ჩვენთან იქნება” – იუწყება “ბოლუსფორის” პრეზიდენტის სიტყვებს ინტერნეტპორტალი boluolay.com-ი.
რეხვიაშვილი თურქულ კლუბში ზაფხულში საჩხერის “ჩიხურადან” გადავიდა და ვიდრე ჯვარედინ მყესებს გაიწყვეტდა, “ბოლუსფორში” 6 მატჩი ჩაატარა.


ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0