x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რომელია ყველაზე გავრცელებული არსება დედამიწის ზურგზე?
მწერებმა გამოიარეს ხუთი მასიური ბუნებრივი კატაკლიზმი და აღმოჩნდნენ უფრო სიცოცხლისუნარიანები, ვიდრე ტირანოზავრები და ძმანი მათნი.როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, დედამიწაზე მწერების მიახლოებითი სახეობა 3-იდან 30 მლნ.-მდე მერყეობს.ყოველ ადამიანზე 250 მლნ. სათითაო სახეობა მოდის.

image

თუმცა მეცნიერებს დღეს-დღეისობით მხოლოდ 1 მლნ. სახეობა აქვთ შესწავლილი.ყოველწლიურად 3 ან 10 ათას ახალ სახეობას ამატებენ.


ახალ აღმოჩენებს ძირითადად მეცნიერები ნაკლებადშესწავლილ ტროპიკულ ადგილებში პოულობენ.


ამგვარად, მწერები ყველაზე გავრცელებული სახეობაა დედამიწის ზურგზე.ისინი უფრო მეტნი არიან, ვიდრე ყველა დანარჩენი ფლორა-ფაუნის წარმომადგენელი ერთად აღებული.


მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ცოცხალი არსებებიდან, პირველად სწორედ მწერები გაჩდნენ დედამიწაზე დაახლოებით 400 მლნ. წლის წინათ.მას შემდეგ მათ გადაიტანეს 5 მასობრივი ბუნებრივი კატაკლიზმი და დღევანდელ დღემდე მოაღწიეს.


საშუალოდ კოღო ადამიანს წელიწადში 100-ჯერ კბენს.ადამიანს შეუძლია უფრო მეტი კბენის გადატანაც.თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც ალერგიის მიმართ მგრძნობიარენი არიან, შეიძლება მწერის ერთმა ნაკბენმაც კი სიკვდილი გამოიწვიოს.განსაკუთრებით სახიფათოა ფუტკრის, ონავრის, კრაზანის და ბაზის ნაკბენი.


მწერების 80% მცენარეებით იკვებება, 15% — მტაცებელია, 5% — სისხლისმწოველი. ის მწერები, რომლებიც მცენარეებით იკვებებიან, ყოველწლიურად მსოფლიო მოსავლის 25-30%-ს მიირთმევენ.image

0
111
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0