x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ნინი ბადურაშვილს "საოცარი" მესიჯი მიწერეს-"ყველანი დასაჭერები ხართ ღვთის მადლით!"
image
მომღერალი ნინი ბადურაშვილი მუდმივად საზოგადოების ინტერესს იწვევს. მისი სტატუსებიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" განხილვის თემა ხშირად ხდება.

ახლაც, ნინი ბადურაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც იგი წერს, რომ ვიღაც გაუგებარი ნომრიდან მთელი ღამე ურეკავდა და ბოლოს "საოცარი" მესიჯი მიწერა, რის ახსნასაც იგი თავის "ფეისბუქელ" მეგობრებს სთხოვს. ნინიმ მესიჯის მხოლოდ პატარა ამონარიდი დადო, საიდანაც ძნელი მისახვედრია, თუ რატომ თვლის მესიჯის ავტორი, რომ ყველანი დასაჭერები არიან:

"გუშინ, მთელი ღამე ამაფეთქა რაღაც გაუგებარმა ნომერმა ტელეფონზე და ბოლოს საოცარი მესიჯი მომწერა... მთლიანს არ დავდებ, უბრალოდ პატარა ამონარიდს გთავაზობთ... აი, ეს წინადადება რას ნიშნავს ამიხსენით-ყველანი დასაჭერები ხართ ღვთის მადლით?!!"

"-რატო გიყვარდა ყოფნა! ყველანი დასაჭერები ხართ ღვთის მადლით!"



image


ნინი ბადურაშვილის მეგობრები ამ სტატუსმა ძალიან გაამხიარულა. მესიჯის ავტორს შეშლილად მიიჩნევენ და მის ნომერს სთხოვენ მომღერალს.

ზოგი "პერედაჩებსაც" კი შეპირდა:

"ნინი "პერედაჩები" ჩემზე იყოს, დაახლოებით ვიცი რაც გიყვარს..."

"მთლიანად დადე ნინი, ეგებ გამოცანაა, ამოვხსნათ, ესე ცალკე აზრს ვერ გამოვიტანთ..."

"დაგლოცა ალბათ, რამდენი გიჟია..."

კომენტარებში მომღერალი ნინი შერმადინიც ჩაება:

"ღვთის ნებით იქნებ დაგვიჭირონ ჰა? და რატომ ვართ დასაჭერები? მომეცი ნომერი მეც შევეხმიანები რა..."



0
306
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0