x
image
beko777
ნათია ფანჯიკიძე: "ბატონი ბიძინა არ გამიქილიკებია, მას უბრალოდ სწორი რამ მივანიშნე"

imageთავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე, მთავრობაში ბოლო დროს წარმოქმნილ განხეთქილებას და მის თანმხლებ მოვლენებს, ხშირად ეხმაურება სოციალურ ქსელის მეშვეობით. ამჯერად, იგი შემდეგ პოსტს აქვეყნებს "ფეისბუქი" - ის საკუთარ გვერდზე:

"კი მაგრამ... ხომ ვიკითხე ნებართვა, თავს თუ გამიჭეჭყავენ, ხელის აფარების უფლება მაქვს თუ არამეთქი და თითქოს მომეჩვენა, რომ კიო, გაქვსო, მიპასუხა ხალხმა.

თანაც უნდა დავაზუსტო, - ბატონი ბიძინა არ გამიქილიკებია, მას უბრალოდ სწორი რამ მივანიშნე, - მხოლოდ ახლობელი რომ გეტყვის, ისეთი და ამიტომაც გაიზიარა. ხომ ხედავთ, ბოლო დღეებია დამატებითი ტალახის გუნდები შეჩერებულია. რომ მძულებოდა, ხომ არ მივწერდი? ტალახების უღირსმა სროლამ ბევრად უკეთ წარმოაჩინა პირადი და პოლიტიკური დევნა და ირაკლის განადგურების სურვილი და ძალიანაც მომგებიანი იყო ეს ირაკლისთვის, ისე შეირცხვინა თავი მოწინააღმდეგე მხარემ. ირაკლის ზედმეტი ლაპარაკი არ უყვარს. ურჩევნია, როცა სხვა გამოხატავს თავის თავს და ამით ხდება ნათელი ბევრი რამ.
როგორც ბალანსის და ჰარმონიის დედამ, სწორი და დროული სიტყვით, ბატონი ბიძინას იმიჯი გადავარჩინე. ნუუ, დროებით მაინც შეჩერდა შეკვეთილი სტატიების და დამატებითი შეკვეთილი ბრალდებების ცვენა. სიმართლე თუ გნებავთ, ესაა.
ნუ ღელავთ... იცის ბატონმა ბიძინამ, რომ ანგელოზები მისმენენ და ისიც იცის, რომ მკურნალი ვარ. ჩვენ ჩვენი უხილავი ურთიერთობა გვაქვს."

0
93
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0