x
image
worldsport.ge
უიქენდის სიმბოლური
imageიტალიურმა გამოცემა calcomecato-მ გასული უიქენდის სიმბოლური გუნდი შეადგინა.
მეკარის პოზიციაზე ესპანური “ალმერიას” კარის დარაჯი რუბენ მარტინესი მოხვდა, რომელმაც “გრანადასთან შეხვედრაში (0:0) რამდენიმე კარგი სეივი შეასრულა.
დაცვის მარჯვენა ფლანგზე ადგილი “რეალის” უკანახაზელ დანიელ კარვახალს ერგო, რომელმაც “ეიბართან” მატჩში (4:0) საგოლე პასი გააკეთა. საპირისპირო ფლაგზე კი “ნიცას” მცველი ჟორდან ამავი მოხვდა. დაცვის ცენტრალური წყვილი “ბილბაოს” მცველმა ეჩეიტამ და “ნანტის” სტოპერმა პაპი ჯილობოჯიმ დაიკავეს. ამ უკანასკნელმა “სენტ ეტიენთან” 0:0 დასრულებულ შეხვედრაში დამაჯერებლად ითამაშა, ხოლო ბასკმა ფეხბურთელმა “ესპანიოლის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში გაამაგრა საკუთარი დაცვის ხაზი.
ნახევარდაცვის მარჯვენა ფლაგზე “მონაკოს” ფეხბურთელ ფერეირა კარასკოს ვხედავთ, რომელმაც “კაენთან” მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა. ცენტრალური წყვილი “ატლეტიკოელმა” ტიაგომ და “მარსელელმა” დიმიტრი პაიემ შეადგინეს. პირველმა მათგანმა “მალაგას” გოლიც გაუტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა, პაიემ კი “ბორდოსთან” მოგებულ მატჩში (3:1) ორჯერ გაატანინა თანაგუნდელებს. ნახევარდაცვაში ერგო ადგილი პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს, ვინაც “ეიბარს” დუბლი შეუსრულა და ერთი საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.
თავდასხმის წყვილი კი “შალკეს” შემტევმა იკ ჩუპო-მოტინგმა და “ბარსელონელმა” ლიონელ მესიმ შეადგინეს. კამერუნელმა “ვოლფსბურგი” ორჯერ დაამწუხრა, ხოლო მესიმ “სევილიას” ჰეთ-თრიქი შეუსრულა.


სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
მარტინესი (“ალმერია”); კარვახალი (“რეალი”), ეჩეიტა (“ბილბაო”), ჯილობოჯი (“ნანტი”), ამავი (“ნიცა”); კარასკო (“მონაკო”), ტიაგო (“ატლეტიკო”), პაიე (“მარსელი”), რონალდუ (“რეალი”); ჩუპო-მოტინგი (“შალკე”), მესი (“ბარსელონა”)



გიორგი მელქაძე


www.worldsport.ge

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0