x
image
worldsport.ge
საბერძნეთის ჩემპიონატი უახლოეს მომავალში განახლდება

imageსაბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგა უახლოეს დღეებში განახლდება. ამის შესახებ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იუწყება.
ტურნირი სამსაჯო ცენტრალური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ ხრისტოფოროს ზოგრაფოსზე თავდასხმის გამო შეწყდა. უცნობმა პირებმა ის თავისი სახლის ახლოს ისე სცემეს, რომ საავადმყოფოში თავისა და ხელის ტრავმით მოხვდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში საბერძნეთში მსაჯებს თავს მესამედ დაესხნენ.
ამის გამო, 14 ნოემბერს საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ უახლოეს ტურებში სუპერლიგისა და პირველი ლიგის მატჩებზე მსაჯები არ დაენიშნა.
“მალე ფეხბურთის ფედერაცია მომავალ მატჩებზე მსაჯებს დანიშნავს. სიტუაციის განმეორების შემთხვევაში, ორგანიზაცია ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებით ყველა სამართლებრივ უფლებას გამოიყენებს” – ნათქვამია საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცის განცხადებაში.


ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge

0
22
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0