x
image
worldsport.ge
უეფამ წლის სიმბოლური ნაკრების გაფართოებული სია დაასახელა

imageევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უეფამ 2014 წლის სიმბოლური ნაკრების შესადგენად ფეხბურთელთა გაფართოებული სია დაასახელა. uefa.com-ის მომხმარებელს შეუძლია ვებგვერდზე შევიდეს და სასურველ 11 ფეხბურთელს ხმა 6 იანვრამდე მისცეს.
თითოეულ პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელია წარმოდგენილი. აქვე გაგაცნობთ ნომინირებულ ფეხბურთელებს, რომელთაც შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ. 6 იანვარს კი საუკეთესო 11 ფეხბურთელი დასახელდება.
უეფას სიმბოლური ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: მანუელ ნოიერი ("ბაიერნი", გერმანია), ტიბო კურტუა ("ჩელსი", ბელგია), ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი", იტალია), ბეტო ("სევილია", პორტუგალია).
მცველები: სერხიო რამოსი ("რეალი", ესპანეთი), დიეგო გოდინი ("ატლეტიკო", ურუგვაი), მირანდა ("ატლეტიკო", ბრაზილია), ვინსენტ კომპანი ("მანჩესტერ სიტი", ბელგია), ჟერომ ბოატენგი ("ბაიერნი", გერმანია), მეჰდი ბენატია ("ბაიერნი", მაროკო), დავიდ ალაბა ("ბაიერნი", ავსტრია), ეზეკიელ გარაი ("ზენიტი", არგენტინა), მატს ჰუმელსი ("დორტმუნდი", გერმანია), ფილიპ ლამი ("ბაიერნი", გერმანია), პაბლო ზაბალეტა ("მანჩესტერ სიტი", არგენტინა), დანი კარვახალი ("რეალი", ესპანეთი).
ნახევარმცველები: ტონი კროოსი ("რეალი", გერმანია), ლუკა მოდრიჩი ("რეალი", ხორვატია), ანხელ დი მარია ("მანჩესტერ იუნაიტედი", არგენტინა), არიენ რობენი ("ბაიერნი", ჰოლანდია), ივან რაკიტიჩი ("ბარსელონა", ხორვატია), ხამეს როდრიგესი ("რეალი", კოლუმბია), კოკე ("ატლეტიკო", ესპანეთი), ჩაბი ალონსო ("ბაიერნი", ესპანეთი), მარკო როისი ("დორტმუნდი", გერმანია), პოლ პოგბა ("იუვენტუსი", საფრანგეთი).
თავდამსხმელები: გარეთ ბეილი ("რეალი", უელსი), დიეგო კოშტა ("ჩელსი", ესპანეთი), თომას მიულერი ("ბაიერნი", გერმანია), კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი", პორტუგალია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ, შვედეთი), რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი", პოლონეთი), ალექსის სანჩესი ("არსენალი", ჩილე), ქარიმ ბენზემა ("რეალი", საფრანგეთი), ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა), ჯონათან სორიანო ("ზალცბურგი", ესპანეთი), კარლოს ტევესი ("იუვენტუსი", არგენტინა), ნეიმარი ("ბარსელონა", ბრაზილია).
აქვე წარმოგიდგენთ უეფას 2013 წლის საუკეთესო ნაკრებს:
მეკარე: მანუელ ნოიერი
მცველები: ფილიპ ლამი, ტიაგო სილვა, სერხიო რამოსი, დავიდ ალაბა
ნახევარმცველები: გარეთ ბეილი, მარკო როისი, მესუთ იოზილი, ფრანკ რიბერი
თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კრიშტიანუ რონალდუ



გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge

0
166
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0