x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134401
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ვის გამოეკიდა "კეტით" სკანდალების მოყვარული მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა პროექტ " ნიჭიერის" სცენაზე ( + ვიდეო )

imageყოველთვის პოპულარული მსახიობი და არა ერთი სატელევიზიო შოუს წამყვანი თუ თანაავტორი ია ფარულავა საზოგადოებამ მარტო თავისი მომხიბლავი ღიმილით და მომაჯადოებელი სილამაზით კი არ შეიყვარა, ის ერის მშვენებაა და სასაცილო თუ სახუმარო მომენტების ეპიცენტრში დგას ყოველთვის. აგერ უკვე სატელევიზიო პროექტ "ნიჭიერის" მეხუთე სეზონი მიმდინარეობს და ქართველ თუ უცხოელ ნიჭიერებთან ერთად საზოგადოება იას გამოჩენასაც მოუთმენლად ელოდება. ბოლო დროს მის გარშემო ატეხილ ჭორებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქტიურად ეხმაურება, სადაც ხან წყენას ან სხვა შემთხვევაში გულისწყრომას ვერ ფარავს და ჟურნალისტებს სხვადასხვა რჩევა - დარიგებებს აძლევს.თუმცა უნდა ითქვას, რომ მის თითოეულ სიტყვას რაღაც განსხვავებული ხიბლი აქვს.აი მაგალითად, რას წერდა ია ფეისბუქზე:

image

მოგეხსენებათ, " ვიგოდნიკი ნაბიჭვრის" როლში ფარულავას უეჭველი თავისი ყოფილი მეუღლე ტარიელ სუარი ჰყავდა, რომელსაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში უშვერი სიტყვებით ლანძღავს და ფეისბუქის მეგობრებს მისი დაბლოკვისკენ მოუწოდებს.imageახლა რაც შეეხება პროექტ " ნიჭიერის" ჟიურის წევრის გუშინდელ კურიოზს თუ სკანდალს, მუდამ ექსცენრტიულობით და არაორდინალური ქცევებით ცნობილი ია ფარულავა ერთ - ერთი გამომსვლელის ნომერმა ძალიან გააღიზიანა. ის ჟიურის დანარჩენი წევრებისაგან სცენაზე ასვლის ნებართვის გარეშე მონაწილეს შუა დარბაზში შეეჭრა, რათა ხელი შეეშალა მისი ნომრისთვის. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა: - სულგანაბული დარბაზი და ასიათასობით დამუნჯებული ტელემაყურებელი ია ფარულავას ქმედებას ელოდება: სცენაზე პროექტის იდუმალი სტუმარი გამოვიდა, რომელმაც საკუთარი ნომრის დემონსტრირება დაიწყო, მაგრამ ვინ აცადა? ია ფარულავა "აბეზარ სტუმარს" სცენაზე აუვარდა, სანთლები სასწრაფოდ ჩაუქრო და კეტით გამოეკიდა, იმ კეტით, რომელზეც იდუმალი მონაწილე კინაღამ დაეცა. " იდუმალმა სტუმარმა" უცებ ნიღაბი მოიხსნა და რას ვხედავთ - ჭკუამხიარული და მუდამ ხალისიანი ვანიკო თარხნიშვილი შერჩა იას ხელში.

0
58
10-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0