x
image
beko777
ელიავას მუშები ანუ ერიდეთ სიყალბეს!
imageთითოეულმა თბილისელმა იცის, რომ თუ ოჯახში სარემონტო სამუშაოების დაწყება გადაწყვეტილია, ამისათვის საჭირო შესაბამისი ატრიბუტიკა და ცოცხალი ძალა დიდუბის ერთ არცთუ ისე ლამაზ უბანში – ელიავას ბაზრობაზე უნდა ეძიოს, სხვათაშორის, დღემდე კაციშვილს არ უკითხავს, რატომ ჰქვია ამ ადგილს ელიავას სახელი და საერთოდ, რომელ ელიავაზეა საუბარი, ანუ არის თუ არა ამ ტერიტორიის ბატონ-პატრონი ვინმე ელიავა?


საუბრის თემას რომ არ გავცდეთ, მოგახსენებთ, რომ სწორედ ამ ადგილას ცოცხალი (და იაფი) მუშახელის „ბირჟაა“ გახსნილი, ვინ გინდა სულო და გულო - „მალიარები“, „ელექტრიკები“, „ციკლოვშიკები“, „სანტექნიკი“ და ათასი სხვა პროფესიის ვაი-პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც პირდაპირი გაგებით იბრალებენ ამა თუ იმ ხელობის დიდ ოსტატობას, რაშიც სამწუხაროდ, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს დამთავრების ხილვისას ვერანაირად ვერ დარწმუნდებით. ამ ხალხს თავის გასასამართლებელი საბუთიც აქვთ და მყარად არგუმენტირებული. აი, რას იძახიან ისინი.


imageდავით თევზაძე („მალიარი“ – თავდაცვის მინისტრის გვარმოსახელე კაცი ვარ და „მალიარად“ ვმუშაობ (ეღიმება), თუმცა ხუთი წლის წინათ ხორც-კომბინატში ვმუშაობდი და მოგეხსენებათ არ გამიჭირდებოდა მაშინ ცხოვრება. რა დანაზოგებიც მქონდა ბანკში ჩავდე და ისე გამიკაპიკდა ჩემი ათასები, რომ „მალიარობის“ შესწავლა მომიხდა.
– რამდენი წელია აქ ხართ?
– მესამე წელი იწურება და ამასობაში პროფესიონალი „მალიარი“ გავხდი.
– თქვენს ნამუშევარს თუ ეტყობა პროფესიონალიზმი?
– კლიენტს გააჩნია.
– ეგ როგორ?
– თუ შევატყვეთ ბიჭებმა, რომ კლიენტი გოიმი არაა და ცხოვრების აზრზეა, იმას ვერ „გაუხალტურებ“, მოგადგება და ახლიდან გაგაკეთებინებს ყველაფერს და ფულსაც არ გადაგიხდის. იძულებული ხარ თავიდანვე თავი დააკლა საქმეს.
– ვინ არაა გოიმი კლიენტი?
– ეს ჩინოსნები, დაქექილი ხალხია, წყნეთში გავუკეთეთ ერთს სახლი და ცოტა გავახალტურეთ, არ შეგვარჩინა.
– თქვენს საქციელს გამართლება აქვს?
– შეიძლება არა, მაგრამ მე სახლში უმუშევარი ცოლი და ორი შვილი, 13-15 წლის ბიჭები მელოდებიან, ისინი მხოლოდ ჩემს იმედზე არიან. ამას აქვს გამართლება?!
ადამიანები, რომელთა დაქირავებული მუშებიც ეს ხალხი ხდება, ხშირად საზოგადოების მაღალ ფენას წარმოადგენენ. ისინი უბრალოდ „ელიავას“ ბაზრობაზე „პრარაბს“ აგზავნიან, აქ უკვე მგლის წესები მოქმედებს და ვინც პირველი მიახტება ჯერ-გაუჩერებელ მანქანას, ის იქნება იმ დღის ტუზდაცემული. თუ კლიენტთან ვაჭრობა მუშისთვის არასახარბიელოდ წარიმართა, ხშირ შემთხვევაში მათი ადგილს სხვა უფრო იაფფასიანი მუშები იკავებენ. ძალიან ხშირად ინციდენტებიც ყოფილა მათ შორის. ამის შესახებ თუ ვისი წასვლის ჯერია სამუშაოზე.


imageნუგზარ გნოლიძე („ელექტრიკი“) – მოხუცი კაცი ვარ და ჩემი საქმე მესმის. თავიდანვე ამ საქმეს მივსდევ. ასე რომ, ახალგაზრდა მოსწავლეებივით არა ვარ „პლიუსს“ და „მინუსს“ რომ ვერ არჩევენ.
– როგორც პროფესიონალი ელექტრიკოსი, მეტი მოთხოვნილებაა თქვენზე?
– აბა როგორ გითხრა, მანქანა რომ აჩერებს, ის ახალგაზრდები ჯანიანები არიან და მჯობნიან ხოლმე კარებთან მისწრებაში. მე ძირითადად ბაზრობიდან თავად გამყიდველები მაკითხავენ ხოლმე, ვიღაც იქ იყიდის ელექტროობის ატრიბუტებს და ურჩევნიათ მცოდნე კაცი გააყოლონ, რომ არაფერი გააფუჭონ. ერთხელ, აქ ბიჭი მოვარდა ახალგაზრდა მანქანიდან, ორი თავის კბილა წიხლის კვრით გადმოგვიყარა და თქვენი პროფესიონალი ელექტრიკები ჩაიბარეთ, ჭაღი ვერ დამიკიდეს, გატეხეს მე ამათი ასე და ისეო, გამწარებული იყო. მერე იმ ბიჭებს ელექტრიკებად რომ ასაღებდნენ თავს, ჩვენც მოვდეთ.



imageარც ისე იშვიათია ასეთი შემთხვევები „შრომის უმუშევართა ბირჟაზე“, სადაც ათასი ჯურის არაპროფესიონალია არეული ერთმანეთში, ასე რომ, თუ რეალურად ფაქტის წინაშე დადექით და მოგიწიათ ელიავას ბაზრობიდან მუშების წამოყვანა, თავიდანვე ისე ესაუბრეთ მათ, როგორც თქვენს საქმეს სჭირდება, თორემ ვერაფრის დიდებით ვერ ისიამოვნებთ მათი ნამუშევრის შედეგით.


მოამზადა ნიკა ჩხაიძემ

0
528
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
528
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0