x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ლიზა ყენიას საოცარი გარდასახვა

ლიზა ყენია - ეს ის პატარა გოგონაა, რომელიც თავისი გარეგნობით და სითამამით ყველას აოცებს, თანაც უნდა ავღნიშნოთ, რომ იგი სულ რაღაც 16 წლის არის. ლიზას დედა ყველასთვის ცნობილი მომღერალი მაია ჯაბუაა. მის შესახებ საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. იგი ანსამბლ "მზიურის" წევრი იყო და შესანიშნავი ვოკალური მონაცემებით არის დაჯილდოვებული. სწორედ დედის კვალს გაჰყვა პატარა ლიზაც და ისიც სიმღერით არის გატაცებული, რაშიც ვოკალიც ხელს უწყობს და გარეგნობაც. ლიზა ყენია სცენაზე ბავშვობიდან დგას, თუმცა ფართო მასებისთვის იგი ცნობილი გახდა მუსიკალურ ტელეპროექტ "ახალი ხმიდან", სადაც ეკა კახიანის ჯგუფში მოხვდა და საკმაოდ წარმატებულად გადალახა რამოდენიმე ეტაპი. საბოლოოდ ამ პროექტში ლიზამ ვერ გაიმარჯვა, თუმცა დიდი გამოცდილება შეიძინა და ახლა ეს გამოცდილება დაეხმარება ალბათ პროექტ "ერთი-ერთში". ეს არის მუსიკალური ტელეპროექტი, სადაც დიდ გარდასახვას ახდენენ ქართველი მომღერლები და ირგებენ სხვადასხვა ცნობილი მომღერლების როლებს. ლიზა გასულ კვირას "ლაივ" კონცერტზე წარსდგა რიანას როლში. ეს მისი პირველი გარდასახვა იყო, რომელიც საკმაოდ წარმატებით დასრულდა. მე პირადად ლიზა ძლივს ვიცანი რიანას როლში, იმდენად სხვა ადამიანი იყო. აღსანიშნავია, რომ ლიზა ყენია საკმაოდ თამამი კოსტიუმით წარსდგა მაყურებლის წინაშე და საკმაოდ თამამად იცეკვა, რამაც შეიძლება ვიღაც გააღიზიანა კიდეც, თუმცა დარწმუნებული ვარ უმეტესობა მისით უფრო მეტად მოიხიბლა. მოდით სურათები, რომლებშიც ვერ გაარჩევთ ლიზას რიანასგან.

imageimage
image

imageimageეს კი ნამდვილი რიანა გახლავთ.

imageimage

0
111
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0