x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
ბრიტანელის ტვინიდან ამოიყვანეს ჭია,რომელიც იქ 4 წელი ცხოვრობდა
4 წლის განმავლობაში ჭიამ "იმოგზაურა" მამაკაცის ტვინის როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ნახევარსფეროში.


როგორ მოხვდა 50 წლის ჩინური წარმოშობის მამაკაცაში ჭია, დღესაც დაუდგენელია.შესაძლოა თვალიდან ან ზღვის პროდუქტიდან..ან სულაც შინაური ცხოველისგან.ასეა თუ ისე, არსება შესანიშნავად გრძნობდა თავს იქ, სანამ მედიკოსებმა ბოლოსდაბოლოს არ აღმოაჩინეს, რომ ტვინში ცოცხალი არსება ცხოვრობდა.


მამაკაცმა ჯერ კიდევ 4 წლის წინ მიაკითხა ექიმებს გამუდმებული თავის ტკივილის გამო, ამასთანავე მას ემართებოდა შეტევები და ეწყებოდა ჰალუცინაციები.გასინჯეს ტუბერკულიოზზე, შიდსზე, ლაიმაზე, თუმცა ვერაფერი იპოვეს, ვერც სიმსივნე აღმოაჩინეს თავში.მხოლოდ ერთ ადგილას შეამჩნიეს პატარა ანთებითი პროცესი.imageჭია ისრითაა აღნიშნული, რომელიც მინიმუმ 2008 წლიდან დასახლდა ტვინში.



ამის შემდეგ პაციენტს რამდენჯერმე გადაუღეს ტომოგრამა, რის შემდეგაც ექიმებმა შეამჩნიეს, რომ ანთებითი პროცესის კერა ერთი ნახევარსფეროდან მეორე ნახევარსფეროში გადაადგილდებოდა.



მედიკოსებმა გადაწყვიტეს ამ ანომალიურ მოვლენას ქირურგიული წესით შესწვდომოდნენ და ენახათ რა ხდებოდა მამაკაცის ტვინში...


შედეგად იქიდან ამოიყვანეს ჭია, რომელიც ერთ სანტიმეტრზე ოდნავ გრძელი იყო...


პარაზიტი გაუგზავნეს კემბრიჯის Wellcome Trust Sanger Institute-ის სპეციალისტებს, რომლებმაც დაადგინეს, რომ იგი გახლავთ თასმისებური ჭიების ჯგუფიდან, იშვიათი სახეობა Spirometra erinaceieuropaei, რომელიც მხოლოდ შორეულ აღმოსავლეთის ქვეყნებში ბინადრობს.imageთასმისებური ჭიები როგორც წესი ბინადრობენ ადამიანის ნაწლავებში, მაგრამ ამ კონკრეტულ სახეს გაზრდილი რაოდენობის მუტანტური გენი აღმოაჩნდა, - გაირკვა, რომ ისინი 10-ჯერ მეტია, ვიდრე სხვა თასმისებურ(ლენტისებურ) ჭიებში. მეცნიერების აზრით დამატებითი გენები დაეხმარა ჭიას შეგუებოდა ტვინში ცხოვრებას, სადაც მან შეიმუშავა უნარი მოხმარებინა ცხიმები, აგრეთვე შეეწოვა ნუტრიენტები უშუალოდ კანიდან.imageჭიის გადაადგილები მარშრუტი 4 წლის განმავლობაში.




4
221
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
221
  
2014, 24 ნოემბერი, 17:31
ჰო ყურიდან..როგორ მომრავლდა ანომალიები
2014, 24 ნოემბერი, 17:29
მელუას ყურიდან არა?
2014, 24 ნოემბერი, 17:27
ეგეთი ჭია ამას წინათ ხომ ქეთი მელუასაც ამოუყვანეს
2014, 24 ნოემბერი, 17:26
რას არ გაიგებ ადამიანი...
0 1 4