x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აშშ-ში პოლიციელებმა 12 წლის ბიჭი სათამაშო პისტოლეტის გამო მოკლეს
აშშ-ში გარდაიცვალა 12 წლის ბიჭი, რომელიც პოლიციელებმა სასიკვდილოდ დაჭრეს იმის გამო, რომ მას ჰქონდა სათამაშო პისტოლეტი, რომელიც ძალიან ჰგავდა ნამდვილს.


image


შემთხვევა მოხდა ქალაქ კლივლენდში ერთ - ერთ საბავშვო მოედანზე შაბათს, დღის ოთხ საათზე. პოლიციელები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ პოლიციაში შესული სიგნალის შემდეგ, მას მერე, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ დარეკა და განაცხადა, რომ საბავშვო მოედანზე 12 წლის ბიჭუნა იარაღით აშინებდა თანატოლებს. თუმცა სამაშველო სამსახურში დაფიქსირებული ჩანაწერის მოსმენის შემდეგ აშკარად ისმის ფრაზა: "შესაძლებელია, რომ პისტოლეტი სათამაშოა".


პოლიციელებმა ბიჭს ორჯერ ესროლეს, მას ერთი ტყვია მუცელში მოხვდა. ბავშვი ჰოსპიტალიზირებული იქნა, მაგრამ ექიმების ცდა უშედეგო აღმოჩნდა და ის დღეს დილით გარდაიცვალა.




"ადგილზე მისვლის შემდეგ პოლიციელებმა ყმაწვილს მოსთხოვეს აეწია ხელები და პოლიციას ჩაბარებოდა. დანებების ნაცვლად მან ხელი ქამრისაკენ წაიღო, სადაც იარაღი ჰქონდა შენახული. სწორედ ამ დროს განხორციელდა სროლა, რომლის შედეგად ბიჭუნა მუცელში იქნა დაჭრილი, " - ნათქვამია პოლიციის ანგარიშში, - შემდეგ შემოვიდა ინფორმაცია, რომ იარაღი, რომელიც ეჭვმიტანილს ჰქონდა, მიეკუთვნება რბილი პნევმატიკის იარაღის ტიპს და ძალიან ჰგავს ნახევრადავტომატურ პისტოლეტს".


ასეთი იარაღი, როგორც წესი, გამოიყენება სტრაიკბოლის სათამაშოდ. სამწუხაროდ, ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც სროლა განახორციელა, პოლიციაში სულ ახალი მიღებული იყო და გამოცდილება არ ჰქონდა.


image


ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ბავშვს თან ჰქონდა პნევმატური პისტოლეტი, რომელიც ძალიან ჰგავს ნახვერადავტომატურ პირტოლეტს. ასეთ სიტუაციაში პოლიციამ ინსტრუქციის შესაბამისად იმოქმედა და მას სრული უფლება ჰქონდა ცეცხლი გაეხსნა ეჭვმიტანილისათვის.

აშშ-ში ეს როდია პირველი შემთხვევა, როცა პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მოზარდს. ამას წინათ მომხდარი ინციდენტის გამო, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საინფორმაციო საშუალებებში, დაიღუპა 17 წლის მაიკლ ბრაუნი. შავკანიანი ყმაწვილი მოკლული იქნა ამა წლის აგვისტოში სენტ-ლუისის გარეუბანში მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა დანებებოდა პოლიციელებს და მათთან ხელჩართული ჩხუბი გამართა. მაგრამ თვითმხილველები ირწუნებიან, რომ იმ მომენტში, როცა პოლიციელმა სროლა განახორციელა, ბრაუნი უკვე ხელებაწეული იდგა.

ამ ამბის შემდეგ ქალაქში საპროტესტო გამოსვლები და არეულობა დაიწყო. პოლიციასთან შეხლა - შემოხლის დროს რამოდენიმე ადამიანი დაზარალდა. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და ხელკეტებიც კი გამოიყენეს მომიტინგეების დასაშლელად.



0
71
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0