x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ოცი უნიკალური გამოსახულება, რომლებიც გაიძულებთ სამყაროს სხვა თვალით შეხედოთ
გერმანელი კლასიკოსი მწერლის ერიხ მარია რემარკის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული რომანის "სამი მეგობარის" გმირმა ერთხელ თქვა :"სირცხვილია იარო დედამიწაზე და არაფერი იცოდე მის შესახებ". ამ პოსტში წარმოდგენილი გასაოცარი ფაქტები თქვენ დაგეხმარებათ არამარტო შეიტყოთ ბევრი აქამდე უცნობი ფაქტი ჩვენი პლანეტის შესახებ, არამედ ნაწილობრივ შეგიცვლით წარმოდგენას სამყაროზე, სიცოცხლეზე, სხვადასხვა ფასეულობებზე.

როგორც ჩანს, ჩვენ - ადამიანები მხოლოდ მცირეოდენი ნაწილი ვართ ამ უკიდეგანო, უზარმაზარ სამყაროში, მაგრამ ეს ფაქტი სრულებითაც არ აკნინებს ადამიანის როლსა და მნიშვნელობას. პირიქით, ის ფაქტი, რომ შენ ხარ ნაწილი რაღაც დიდის და მნიშვნელოვანის, სიამაყეს იწვევს ყველა ადამიანში და აღტაცებაში მოვყავართ იმას, თუ რა ლამაზად და ჰარმონიულადაა ეს სამყარო შექმნილი.


ეს დედამიწაა - სწორედ ის ადგილი, სადაც შენ ცხოვრობ



image


ეს პლანეტები კი შენი მეზობლები არიან მზის სისტემაში


image



ეს მანძილია დედამიწიდან მთვარემდე. ის არც ისე დიდი გეჩვენებათ, არა?


image



მაგრამ ეს მხოლოდ გვეჩვენება. აბა დაფიქრდით: დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილი საშუალოდ უდრის 384 ათას კილომეტრს. გასაოცარია, მაგრამ ამ მანძილში თავისუფლად ეტევა მზის სისტემის ყველა პლანეტა


image




ეს მხოლოდ უმცირესი ნაწილია იმ ვარსკვლავებისა, რომელთაც შენ ღამეულ ცაზე ხედავ


image




აბა სცადე და შეადარე დედამიწისა და სატურნის ზომები ერთმანეთს...თუნდაც ერთად აღებული 6 დედამიწაც კი სატურნზე გაცილებით მცირეა


image



აი, როგორი იქნებოდა სატურნის რგოლები, დედამიწას რომ ეკვროდნენ გარშემო


image



აი, ასე გამოიყურება ჩურიუკოვ-გერასიმენკოს კომეტა ლოს-ანჟელესთან შედარებით


image




აგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერია...აი რამოდენაა დედამიწა მზესთან შედარებით, ხედავ? ის ნამცეცა წერტილი შენი პლანეტაა


image



აი ასე გამოიყურება დედამიწა მთვარიდან


image




აი როგორი იქნებოდა შენი მშობლიური პლანეტა მარსიდან დანახული


image




სე დაინახავდი დედამიწას, თუ შენ სატურნის რგოლებს იქეთ იქნებოდი


image




აი ასეთი ნამცეცა იქნებოდა დედამიწა, დანახული პლანეტა ნეპტუნიდან. მათ შორის ხომ "სულ რაღაც" 4, 6 მილიარდი კილომეტრია


image


აბა შეადარე დედამიწის და მზის ზომები.... რაღაც შესაბრალისად იგრძენი თავი, არა?


image


აი როგორ გამოიყურება მზე მარსის ზედაპირიდან


image


მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი...იცოდი თუ არა, რომ ცაზე გაცილებით მეტია ვარსკვლავი, ვიდრე დედამიწის ყველა ზღვასა და ოკეანეში ქვიშის ნამცეცი?


image


ეს ნიშნავს, რომ ცაზე უამრავია მზის ტოლი და მასზე გაცილებით დიდი ზომის ვარსკვლავი. ხედავ, რა ნამცეცაა მათთან შედარებით ჩვენი საყვარელი მნათობი?


image


ეს ერთ-ერთი გალაქტიკის უნიკალური ფოტოა. ის დედამიწიდან 10 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული.როცა ამ ფოტოს უყურებ, ამით შენ იხედები წარსულში მილიარდობით წლის უკან


image

ი ეს კი უზარმაზარი რძისფერი ნისლეულია, ანუ ირმის ნახტომი. დაახლოებით აქ ცხოვრობ შენ!

image


ეს კი ფოტოა, გადაღებული ჰაბბის ტელესკოპით. მასზე გამოსახულია უამრავი გალაქტიკა, სადაც ასობით და ათასობით პლანეტა და ვარსკვლავია


image


ამ ფოტოსურათების ხილვით თქვენ სამყაროს კოსმოსის სიმაღლიდან შეხედეთ. დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ადამიანს სულაც არ აქვს უფლება აღმატებულ არსებად მიაჩნდეს თავი და გაანადგუროს მის ირგვლივ ყოველივე ლამაზი და მშვენიერი?

უყურებ ამ უნიკალურ ფოტოებს და ფიქრობ, რომ ამქვეყნად ყველაფერი შედარებითია. ის, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა, იქნებ სულაც არ იმსახურებს ესოდენ დიდ ყურადღებას და ზრუნვას. გიყვარდეს და დააფასე სიცოცხლე, დატკბი შენი ცხოვრების ყოველი დღით. ის ხომ მხოლოდ ერთხელ ეძლევა თითოეულ ჩვენგანს!!!











2
684
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
684
  
2014, 27 ნოემბერი, 13:03
მადლობა, გენაცვალე :*
2014, 27 ნოემბერი, 12:42
აი ძალიან ძალიან ძალიან საინტერესო და საოცარი სანახაობა იყო
0 1 2