x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
რატომ დატოვა ნუცა ბუზალაძემ "ცეკვავენ ვარსკვლავები"?

image
მომღერალი ნუცა ბუზალაძე პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი მონაწილე გახლდათ. გოგონა ნიჭის, მონდომებისა და შრომისმოყვარეობის წყალობით შესანიშნავად ცეკვავდა და პროექტის ერთ-ერთ ფავორიტადაც მოიაზრებოდა. ნუცამ რეპეტიციის დროს ფეხი დაიზიანა, რთული ილეთის გაკეთების მცდელობას სავალალო შედეგი მოჰყვა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნუცა ამ ტრავმის მიუხედავად რამდენიმე დღეში ცეკვას შეძლებდა და პროექტში მონაწილეობასაც განაგრძობდა. დღეს კი ნუცას პროდიუსერმა, კახა მამულაშვილმა სოციალური ქსელით გვამცნო, რომ ნუცა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობას ვეღარ შეძლებს. "ეჰ, ასეთებიც ხდება სამწუხაროდ, მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება ჩემო გოგო"-წერს კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა. მომხდარს საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "კოჭი დავიზიანეთ რეპეტიციაზე და სამწუხაროდ პროექტს ვტოვებთ, ნუცას წინააღმდეგობის მიუხედავად. ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა, ტრავმა რთულია ძალიან"-დასძენს მამულიჩა.

შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძე საქართველომ პროექტ "ერთი–ერთის" წყალობით გაიცნო. გოგონა პროექტის ყველაზე პატარა მონაწილე გახლდათ, მაგრამ ასაკითა და გამოცდილებით დიდ მომღერლებს ტოლს არაფერში უდებდა. ნუცა "ახალი ტალღა 2014"-ის გამარჯვებული გახლავთ. გოგონამ საქართველოც ასახელა და მოგებული თანხით ბინაც შეიძინა. მომღერალს კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება სურს. რაც ყველაზე მთავარია დასახული მიზნების განხორციელებისათვის ძალასა და ენერგიას არ იშურებს. ვუსურვოთ ნუცას წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

imageimageimageimage




2
754
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
754
  
2014, 23 ნოემბერი, 20:42
ცუდია ძალიან,,,,გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
2014, 23 ნოემბერი, 18:09
არაფერია ,, ძააანაც ნუ გააღმერთებთ მაგ გოგოს . ისედაც ავარდნილი აქ თავში და ,, გადამრიედ არაფერს ცეკვავდა
0 1 2