x
image
მანჩო 777
პირველაღმომჩენების თვალით დანახული ტუტანჰამონის სარკოფაგი
ალბათ ბევრი თქვენგანისთვისაა ცნობილი, რომ თითქმის ერთი საუკუნის წინ, კერძოდ 1922 წელს ეგვიპტეში აღმოაჩინეს სახელგანთქმული ფარაონის ტუტანჰამონის აკლდამა, რომელშიც ფარაონის მუმიასთან ერთად დიდძალი განძეული იქნა ნაპოვნი. სამარხის გახსნისა და გამოკვლევის პროცესს ფოტორეპორტიორებიც ესწრებოდნენ, ამიტომ ისტორიას შემორჩა ამ ფაქტის ამსახავი უნიკალური ფოტოსურათები.


მაშ ასე..1922 წელი...ეგვიპტე...


image


ჰოვარდ კარტერი, მეცნიერი და მკვლევარი, ტუტანჰამონის სამარხის აღმომჩენი, რამაც მას მსოფლიო დიდება მოუტანა



image


ლორდი კარნარვონი, ჰოვარდ კარტერის პარტნიორი, დამფინანსებელი ეგვიპტის ექსპედიციისა, რომელსაც ბევრი აბსურდულად და გიჟურად თვლიდა


image


სარკოფაგში აღმოჩენილი ნივთების ნაწილი, რომელიც მის შესასვლელში იყო განთავსებული. ცენტრში მოსჩანს ფარაონის განსასვენებული


image


ურნები ფარაონ ტუტანჰამონის შინაგანი ორგანოებით (როგორც წესი, მათ განცალკევებულად აბალზამირებდნენ და ინახავდნენ სპეციალურ ჭურჭელში)


image


ორი ქანდაკება, რომლებიც ფარაონის მცველებს ასახიერებდნენ. ისინი წარმოადგენდნენ გუშაგებს, რომლებიც ფარაონის მყუდროებას იცავდნენ. კედელში მოჩანს სარკოფაგის მოოქროვილი ნაწილი, რომელიც ლამის მთელ სამარხს იკავებს


image



აკლდამაში აღმოჩენილი განძეულის ნაწილი: ანუბისის ოქროს ქანდაკება, რომელსაც ტანზე ზეწარი აქვს შემოხვეული, ხოლო ყელზე ყვავილების საყელური. ანუბისი ფარაონების აკლდამებში დამარხული განძეულის მცველად გვევლინებოდა


image


ჰოვარდ კარტერი ხსნის ფილას, რომელიც სარკოფაგს ერტყმის გარშემო. მის გახსნას 82-დღიანი მძიმე შრომა დასჭირდა


image


საუკუნეების განმავლობაში ხელშეუხებელი ბეჭედი, რომლითაც სარკოფაგი იყო დაბეჭდილი: ძველ დროში მძარცველებს საშინლად ეშინოდათ ფარაონების შურისძიებისა და მათ სამარხებს ახლოს არ ეკარებოდნენ


image


ჰოვარდ კარტერი მტვერს აცლის ტუტანჰამონის სარკოფაგს


image


ჰოვარდ კარტერი და ექსპედიციის ინჟინერი არტურ კალენდერი ერთ-ერთ ქანდაკებას ამაგრებენ საზიდარზე, რათა მისი ამოტანა სარკოფაგიდან დაუზიანებლად მოხდეს, ეგვიპტელი კი კარტერს ეხმარება ქანდაკებისთვის ტილოს შემოხვევაში, რომ ის დაიცვან დაზიანებისაგან


image


ტუტანჰამონის სამარხის მკვლევართა გუნდი


image








4
616
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
616
  
2014, 26 ნოემბერი, 14:09
აჰა, გეთანხმები
2014, 25 ნოემბერი, 23:23
კარგი კიარა ალბათ საოცარი იქნებოდა
2014, 25 ნოემბერი, 14:18
კარგი იქნებოდა საკუთარი თვალით ხილვა:)
2014, 25 ნოემბერი, 11:17
ეგვიპტე - ყველაზე იდუმალი და საოცარი
0 1 4