x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
თანამედროვე მედიის პრობლემები
imageთანამედროვე მედიას მრავალი პრობლემა გააჩნია მათ შორის კი გამოვყოფ: უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, ძალოვანი უწყებებისა და პოზიციების გაზიარება, არაკვალიფიციურობა, მიუკერძოებულობა, არაობიექტურობა, გასაშუქებელ ინფორმაციაში ღრმა წვდომის არქონა, ყველა ზემოდ ჩამოთვლილი თანამედროვე მედიის სისუსტეებია.

განვიხილოთ თითოეული მათგანი.მოგეხსენებათ, რო ჟურნალისტმა ეთიკის ნორმებისა და კოდექსების დაცვით უნდა იხელმძღვანელოს, რაც სამწუხაროდ დღევანდელი მედიის დიდი პრობლემაა.უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაც არაეთიკურია, მედია ცდილობს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია დამნაშავის შესახებ მაგრამ, ამავდროულად მისდაუნებურად ან გააზრებულად მსჯავრდებული დამნაშავედ გამოჰყავთ, ამ ყველაფერს კი საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

ერთ-ერთი დიდი პრობლემა მიკერძოებულობაა რაც გამოიხატება ძალოვანი უწყებებისა თუ პოზიციების გაზიარებაში.სამწუხაროდ მედია დამოუკიდებელი არ არის.ვფიქრობ. პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია, პირველ რიგში ჟურნალისტებმა და მასმედიამ თავის თავში უნდა იპოვოს პრობლემა და გადაწყვეტის გზებიც მანვე გამონახოს, ასევე დიდი როლი აკისრის სახელმწიფოს მმართველებს, მათ უნდა მისცენ მედიას იმის საშვალება, რომ იხელმძღვანელონ ეთიკური ნორმების დაცვით, შეიმუშაონ შესაბამისი კანონები, რითიც დაბალანსებულ და დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას მივიღებთ.

სამწუხაროა, მაგრამ ის ფაქტიც უნდა გამოვყო, რომ მედიაში დღეს პროფესიონალი, კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა.არაკვალიფიციური კადრები დღითიდღე მრავლდებიან, რაც საფრთხეს უქმნის ჟურნალისტიკას.ეს ყველაფერი კი ვფიქრობ ნეპოტიზმის ბრალია.მედიის მესვეურთ ისეთი ადამიანები აჰყავთ სამსახურში, რომელთაც არ აქვთ არანაირი გამოცდილება მაგრამ მათი ნათესავები არიან, ხოლო ამის შედეგად კვალიფიციური და პროფესიონალი კადრი იკარგება."ნაცნობობის ინსტიტუტი "მანამ არ დაინგრევა ქვეყანაში მანამ იარსებებს ეს პრობლემაც.


იმედი მაქვს ყველაფერი შეიცვლება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა ქართულ მედიაში.მოდის თაობა, რომელიც ყველაფერს უკეთესობისაკენ შემოაბრუნებს.image

0
357
1-ს მოსწონს
ავტორი:კობა ნოზაძე
კობა ნოზაძე
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0