x
image
worldsport.ge
როცა ვენგერი მესის შეძენას ცდილობდა

image“არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ცდილობდა 15 წლის ლიონელ მესის შეძენას, თუმცა სუპერვარსკვლავი წლების წინ ლონდონში არ წავიდა. ფრანგს “ბარსას” აკადემიიდან სურდა არგენტინელისა და ესპანელი ცენტრალური მცველის ხერარდ პიკეს შეძენა.
საბოლოოდ “არსენალში” სესკ ფაბრეგასი გადავიდა, ხოლო მესი და პიკე ესპანეთში დარჩნენ. “სკაი სპორტის” ცნობით, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მესის “არსენალში” გადასვლას იმ ფაქტმაც შეუშალა ხელი, რომ ინგლისელები სამხრეთ ამერიკელის მშობლებს მუდმივი სამუშაო ვიზის მიღებაში ვერ დაეხმარნენ, რაც მიუღებელი აღმოჩნდა მესის ოჯახისთვის.
“მანჩესტერთან” შეხვედრის წინ ინგლისელი ჟურნალისტები ამ თემაზე დაეკითხნენ ვენგერს.
“ვფიქრობ, მესიმ არ მოისურვა “არსენალში” წამოსვლა. ესაა პერიოდი, როცა ფაბრეგასი შევიძინეთ, ხოლო მანამდე მესი და სესკი “ბარსას” აკადემიაში ერთად თამაშობდნენ”, - აღნიშნა ფრანგმა მწვრთნელმა.
“მსურდა ამეყვანა ფაბრეგასი, მესი და პიკე, თუმცა მხოლოდ სესკთან მომიხდა მუშაობა. არგენტინელი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა იქ, ამიტომაც ჩვენთან წამოსვლა მას დამატებით სირთულეებს შეუქმნიდა. რაც ახალგაზრდა, 15 წლის მოთამაშესთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც რთულია”, - დაასრულა არსენ ვენგერმა.
დიმა შარიქაძე

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0