x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყველაზე დაუჯერებელი ადგილები დედამიწაზე, ანუ 15 ვირტუალური მოგზაურობა
დედამიწაზე უამრავი უცნაური ადგილია, რომელთა არსებობაზე ბევრ თქვენგანს წარმოდგენაც კი არ აქვს. ამ პოსტში ერთად ვიმოგზაურებთ დედამიწის ყველაზე უცნაურ და გასაოცარ ადგილებში, ვნახავთ თუ რა ხდება ოკეანის ფსკერსა თუ ყველაზე იდუმალ და ადამიანისათვის წარმოუდგენელ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში.




1. მსოფლიოში ერთადერთი წყალქვეშა კვლევითი ლაბორატორია Aquarius Reef Base. ის მდებარეობს წყალქვეშ 19 მეტრი სიღრმეზე ფლორიდასთან ახლოს. ლაბორატორიას იყენებენ არამარტო ბიოლოგები, არამედ ასტრონომებიც


image




2. წყლით შემოსაზღვრული უძველესი ქალაქი ტაიერჩჟაუნი, რომელიც სამხრეთ ჩინეთში მდებარეობს. ის მოქცეულია დაიანხოუს არხის შუაში. ამ ხელოვნურ წყალსადინარს 2000 წელი აშენებდნენ და ის ქალაქ პეკინს აერთებს ქალაქ ხანჩჟოუსთან



image



3. ბრიტანული ჩამოწერილი სუბმარინი "ოცელოტი", რომელიც მუზეუმადა ქცეული


image



4. ბარი მსოფლიოს ყველაზე დიდ ავიალაინერზე Airbus A380, რომელიც ავიაკომპანია Emirates-ს ეკუთვნის


image



5. მარილის მაღარო პოლონურ ქალაქ ველიჩკაში, სადაც მარილის ამოღება ხდებოდა 700 წლის განმავლობაში - მე-13 საუკუნიდან 1996 წლამდე


image



6. ჩაძირული Volkswagen Beetle - ერთ-ერთი 400 ექსპონატიდან კანკუნის წყალქვეშა მუზეუმში, მექსიკა


image


7. ბრინჯაოს სტატუა "ქრისტე უფსკრულიდან", რომელიც 1965 წელს დაიდგა ფლორიდასთან ახლოს ოკეანეში 8 მეტრის სიღრმეზე. ის არის ზუსტი ასლი იტალიაში, გენუასთან ახლოს ზღვის ფსკერზე აღმართული 17 მეტრიანი ქანდაკებისა


image




8. სტალაქტიტების გამოქვაბული სლოვაკიაში. ის ერთ-ერთი უძველესი გამოქვაბულია ევროპაში


image



9. შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვართან მდებაზე მსოფლიოში უდიდესი ფიზიკის ლაბორატორია


image



10. შვეიცარიის ალპების დიდებული ხედი


image



11. თავბრუდამხვევი პანორამა დუბაიში- ხედი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის "ბურჯ ხალიფის კოშკის" სახურავიდან (სიმაღლე 830 მეტრი)


image



12. "შეკლტონის ქოხი"-ადგილი, სადაც გამოიზამთრა ბრიტანულმა ანტარქტიდულმა ექსპედიციამ 1907-1909 წლებში


image



13. ევერესტის ორი საბაზისო ბანაკიდან ერთ-ერთი. აქ ორ-სამდღიანი დასვენება და აკლიმატიზაცია ევერესტზე ასვლის წინ ყველა ალპინისტისათვის აუცილებელია


image



14. ეგრეთწოდებული "ცერემონიალური" სამხრეთ პოლუსი-სპეციალური ადგილი სამხრეთ პოლუსთან ახლოს, სადაც ხდება ფოტოგადაღებები


image




15. კოსმოსური ხომალდი "ატლანტისი", რომელიც მუზეუმს გადაეცა 2011 წელს. მასზე 2010 წელს განხორციელდა უკანასკნელი გაფრენა, გათვალისწინებული "შატლის" პროგრამით


image

2
521
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
521
  
2014, 27 ნოემბერი, 12:17
დუბაიიი :( ადრე თუ გვიან აუცილებლად წავალ :)
0 1 2