x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნანუკა ჟორჟოლიანი სიცრუეში ამხილეს! (+ნანუკას კომენტარი მომხდარზე)
image
რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტსივრცეში 7 ნოემბრის აქციაზე გადაღებული ფოტო გავრცელდა, რომელზეც სოდი-ს ყოფილი უფროსი ირაკლი კოდუაა. ნანუკა ჟორჟოლიანმა მეუღლე დაიცვა და ამტკიცებდა, რომ ეს ყველაფერი გოიმური მონტაჟია. მეტიც, ჟურნალისტმა ფოროების გავრცელებაში კანცელარიის თანამშრომელი ბექა მჭედლიშვილი დაადანაშაულა. ნანუკა აპირებდა, სურათებისათვის ექსპერტიზა ჩაეტარებინა და მემონტაჟეები ემხილა.

"მივიღე გადაწყვეტილება ფოტოებს ექპსერტიზა ჩავუტარო სამხარაულის ბიუროში და ასევე ქვეყნის გარეთ! მესმის რომ ძაან ბანძი მონტაჟია და ყველა მარტივად მიხვდება, მაგრამ პრინციპის საქმეა! ერთხელ მოიხდიან ბოდიშს?! მეორედ აღარ გააკეთებენ! P.S. ეს იმას არ ნიშნავს რომ ამით ირაკლის რამე პასუხისმგებლობას ვხსნი, არა! მაგრამ ეს ფოტოები ფოტო მონტაჟია და ამას დავამტკიცებ!"-წერდა ნანუკა სოციალურ ქსელში.

image

ბექა მჭედლიშვილმა ფოტოებს ექსპერტიზა სამხარეულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარა. სულ ცოტა ნის წინ მან ექსპერტიზის პასუხები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ფოტოები დამონტაჟებული არ გახლავთ.


"ნანუკა ჟორჟოლიანი მაბრალებდა, რომ მე დავამონტაჟებინე სოდის ყოფილი უფროსის და მისი ქმრის, ერეკლე კოდუას ფოტოები და რეალურად 2007 წლის 7 ნოემბერს იქ არ მდგარა. ამასთან, დამპირდა რომ ამ "ტყუილის" გამო საჯაროდ შემარცხვენდა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, რომელიც ფოტოების ავტორმა ნოდარ ცხივრაშვილმა ჩაატარებინა, ამ ფოტოში მონტაჟი არის 0 და ის არის ორიგინალი"-წერს ბექა მჭედლიშვილი და შესაბამის მტკიცებულებასაც აქვეყნებს.

imageimage


"ძველ თემას უნდა დავუბრუნდე. გახსოვთ ალბათ ცნობილი ფოტოების ამბავი. ექპსერტიზის ჩატარება რომ მინდა. მას შემდეგ რაც სამხაუარულის ბიურომ 7 დღე კომაში მყოფ დავით კოდუაზე დაწერა, რომ მსუბუქი დაზიანება აქვს გადავწყვიტე ექსპერტიზა ფოტოებს ევროპაში გაუკეთონ. გამოცდილება ამ მიმართულებით მწირი აქვთ ადვოკატებს. ველაპარაკე ზვიად კორძაძეს, ოთო კახიძეს, მარიამ კუბლაშვილს კონსულტაციაზე და უკვე ევროპის ბიუროდან ველოდები ახლა ინფორმაციას სად გავუკეთებთ ფოტოებს ექპსერტიზას, მაგრამ მანამდე მნიშვნელოვანია ფოტოების დედნები. მიმოწერაში ფოტოგრაფმა მითხრა, რომ მხოლოდ ერთი ფოტოს დედანი აქვს. (საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებ ამ მიმოწერას) ჩამიგდო ინბოქსში და ფოტო დედანი არ აღმოჩნდა. მარიამ კუბლაშვილმა მისწერა ორჯერ, აუხსნა რომ დედნების გარეშე არ ტარდება ექსპერტიზა და პასუხის ლოდინის შემდეგ მოგვწერა, რომ უნდოდა ნოტარიული მოწმობა რომ მარიამი წარმოადგენდა ჩემს მხარეს. შემდეგ მივწერე მე. რომ მოეცა დედნები, სხვა შემთხვევაში ვერ ვატარებ ექსპერტიზას ( ევროპაში ასეა, საჭიროების შემთხვევაში ამ მიმოწერასაც გამოვაქვეყნებ. მისგან ველოდებით ფოტოებს) და პასუხი არ მიმიღია. არ არის პრობლემა, კიდევ მივწერ ფოტოგრაფს რომ გამოაქვეყნა 7 ფოტო და ყველა დედანი მჭირდება ექსპერტიზისთვის ევროპაში. ბუნებრივია სამხარაულის ბიურო ჩემთვის არგუმენტი ვერ იქნება. სადაც სასიკვდილოდ ნაცემ დავით კოდუაზე თქვეს ძალიან მსუბუქად იყო ნაცემიო, იქ ზვიგენზეც იტყყვიან პინგვინიაო"-განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

image


"იმის მიუხედავად, რომ გამოქვეყნდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ნახსენები ფოტოები დაუმონტაჟებელია, ჟორჟოლიანმა ბოდიში არ მოიხადა მგონი აქ უკვე რაიმე ტიპის შუბლის ძარღვზე ლაპარაკი ზედმეტია"-დასძინა მჭედლიძემ მოგვიანებით.


1
1160
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1160
  
2014, 22 ნოემბერი, 2:51
რაო კეკელ,კიდევ ერთხელ დაამტკიცე რა ანგელოზის ცოლი ხარ?
0 1 1