x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იაპონიაში დააკავეს ქალი,რომელიც 7 ქმრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
image

პოლიციამ გაჩხრიკა 67 წლის იაპონელი ქალის საცხოვრებელი, რომელიც ეჭვმიტანილია ქმრის მოწამვლაში.პარალელურად იაპონურ საინფორმაციო საშუალებებში გრძელდება ინფორმაციები მის ყოფილ 6 პარტნიორზე, რომლებიც დაიღუპნენ.


პოლიციამ ტისაკო კაკეხის ბინა დაჭერიდან მეორე დღეს გაჩხრიკა. იაპონელი ქვრივი ეჭვმიტანილია ქმრის და 6 ყოფილი პარტნიორის მოწამვლაში.


75 წლის ისაოს გვამის გაკვეთის შემდეგ დადგინდა, რომ ტისაკოს ქმრის სისხლში ნატრიუმის ციანიდი აღმოჩნდა.ისაო გარდაიცვალა 2013 წლის დეკემბერში, ქორწინებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.


პოლიცია პარალელურად იკვლევს ქალის წინა პარტნიორის, 71 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს, რომელიც 2012 წელს მოტოციკლიდან გადმოვარდა.


image

იაპონური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ ყოველ პარტნიორის გარდაცვალების შემდეგ ქალი სოლიდურ კონპესაციას იღებდა.


ხუთშაბათს სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს ტისაკო კაკეხის სახლები კიოტოში და ოსაკაში. სახლებიდან ამოღებული იქნა კაპსულები და კონტენიერი ფხვნილით, აგრეთვე სამედიცინო ლიტერატურა.


ბოლო ქმრის გარდაცვალების შემდეგ ტისაკომ ახალი ურთიერთობა გააბა 75 წლის პარტნიორთან...ისიც ამა წლის სექტემბერში რესტორანში ვიზიტის შემდეგ გარდაიცვალა.


იაპონიის პოლიცია არკვევს მისი ყველა ყოფილი პარტნიორის სიკვდილის ფაქტს, რომელიც 54-იდან 75 წლამდე მერყეობს.


"მოცემულ მომენტში ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ, იმის გათვალისწინებით, რომ მისი პარტნიორები ხანშიშესულები იყვნენ..გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა ყოფილ პარტნიორების გარდაცვალების დროს დანაშაულის ნიშნები"-განაცხადეს პოლიციაში.


ქალი უარყობს მკვლელობებს და აცხადებს, რომ "მისი ბედისწერაა, რომ ახლობლების გარდაცვალებით იტანჯება".

0
116
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0