x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რა არის სკაუტინგი და ვინ არიან სკაუტები
imageალბათ სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის შესახებ, ცოტა რამ თუ გსმენიათ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ეს ორგანიზაცია საქართველოში 1994 წლის 14 იანვრის შემდეგ დაკანონდა ოფიციალურად.სკაუტინგის დამაარსებელი არის ბადენ პაუელი.იგი სოფელში ცხოვრობდა და დაკავშირებული იყო ბუნებასთან.მეგობრებთან ერთად აწყობდა სათავგადასავლო მოგზაურობებს, ისინი დამოუკიდებლად გეგმავდნენ ლაშქრობის მარშუტებს, ცხოვრობდნენ კარვებში და საჭმელს კოცონზე ამზადებდნენ.ორგანიზაცია კი ოფიციალურად 1907 წელს დაკანონდა.

როგორ დაიწყო საქართველოში სკაუტინგი?რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ საქაღველოს გუბერნიაში თავადმა ბარათოვმა ჩამოაყალიბა სკაუტური რაზმი, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა რუსეთში სკაუტინგის დამაარსებელ პანტინიუხოვთან.კომუნისტური მმართველობის პერიოდში სკაუტინგი, როგორც საბჭოთა წყობილებისთვის მიუღებელი მოძრაობა, ხელისუფლების მიერ იკრძალებოდა.სკაუტური ორგანიზაციის შექმნა შესაძლებელი გახდა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1997 წლის 24 დეკემბერს ორგანიზაცია გახდა სკაუტური მოძრაობის მსოფლიო ორგანიზაციის 147–ე ოფიციალური წევრი.ამ დროისთვის საქართველოს სკაუტურ ორგანიზაციაში გაერთიანებული იყო თბილისის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის ორგანიზაციები.ორგანიზაციას აქვს საკუთარი ატრიბუტები.გერბი, ყელსახვევი, ფორმა.

ახლა მსურს ვისაუბროორგანიზაციის რაობასა და ფუნქციებზე.

საქართველოს სკაუტები არის არასამთავრობო, არაპოლიტიკური ორგანიზაცია.რომელიც ახორციელებს არაფორმალური გზით მოზარდი თაობისა და ახალგაზრდების განვითარებას.ორგანიზაციის დაფინანსების ძირითად წყაროს საწევრო, გადასახადები და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გაღებული შემოწირულობები წარმოადგენს.ორგანიზაცია ხელს უწყობს ახალგაზრდების ჰარმონიულ განვითარებას, მათ ფიზიკურ, ინტელექტუალური, ემოციური და სულიერი პოტენციალის სრულად გამოვლენას, მათ ჩამოყალიბებას სრულფასოვან მოქალაქეებად.სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ, შემეცნებით აქტივობებს.გარდა ამ აქტივობებისა ყოველწლიურად ეწყობა ბანაკები, როგორც რეგიონალურ ასევე საერთაშორისო მასშტაბების.


სკაუტად გახდომა თქვენც შეგიძლიათ, თუ ცხოვრობთ საქართველოში, ხართ გოგო ან ვაჟი 8-დან 25 წლამდე და ზევით, შენ უნდა იცნობდე და ეთანხმებოდე საქართველოს სკაუტების კონსტიტუციას, იცხოვრო სკაუტური ცხოვრებით და შეასრული სკაუტური პირობა და კანონი:" გპირდებით, ღირსეულად გავაკეთო ყველაპერი, რაც ჩემზეა დამოკიდებული, რათა მოვიხადო მოვალეობა, ღმერთის, ერისა და საკუთარი თავის წინაშე."ამ ფიცის დადების შემდეგ თქვენ უკვე სკაუტად იწოდებით.image

0
2372
1-ს მოსწონს
ავტორი:კობა ნოზაძე
კობა ნოზაძე
2372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0