x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ორსულმა დედამ სამი მცირეწლოვანი შვილი დაახრჩო
image
23 წლის ორსულმა დედამ თავისი სამი შვილი დაახრჩო. ლევინი სამი წლის იყო, ადდი ორის და კუდენი მხოლოდ თერთმეტი თვის. დახოცვამდე დედამ - ფიონა ანდერსონმა ბავშვებს სხეულზე დააწერა: "მე შენ მიყვარხარ". თვითონ მთელს სხეულზე მათი სახელები დაიწერა, მათ შორის ჯერ კიდევ დაუბადებელი გოგონასი, რომელსაც მუცლით ატარებდა და ევას დარქმევას ვარაუდობდა. ბავშვის დაბადებას დაახლოებით ორი თვე აკლდა. ქალბატონ ანდერსონს(ჯერ კიდევ 2009 წლიდან) და მის ორ უფროს შვილს სოციალური მუშაკები კარგად იცნობდნენ. დედას თავის ორ შვილთან ერთად ხშირად ეძინა მათი საცხოვრებლის ორადგილიან საწოლში და დაკვირვებულნი იყვნენ რომ ძირითადად "პეჩენიებით" კვებავდა მათ. ბოლო დროს კი ქალბატონმა ანდერსონმა და მისმა მეგობარმა მამაკაცმა(კრეიგ მაკლენანმა) გადაწყვიტეს ურთიერთობა გაეწყვიტათ სოციალურ სამსახურთან. რონ ლოკი, რომელიც მათ საქმეს განიხილავდა, აღნიშნავს, რომ "ამ ტრაგიკულ შედეგს თავიდან ავიცილებდით, თუ სახელმწიფო და სოციალური სამსახურები ბავშვებზე მზრუნველობას შეითავსებდა".

ქალბატონმა ანდერსენმა ბავშვები მას მერე დახოცა, რაც მისი მეგობარი მამაკაცი სხვა ქალთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად.

მას მერე, რაც სამივე პატარა აბაზანაში ჩაახრჩო, კამერებმა დააფიქსირეს როგორ დაეხეტებოდა ქალაქში, ხელში მათი სათამაშო ხავერდის დათვით. ის იმასაც შეეცადა, რომ წინ აღდგომოდა თავისი ყოფილი მეგობარი მამაკაცის ახალ ურთიერთობებს, ორი საათის მერე კი თავი მოიკლა.

პოლიციამ ბავშვების გვამები დედის ორადგილიან საწოლში იპოვა, ლონდონში, მათ საცხოვრებელ სახლში. პატარებს მწვანე მელნით სხეულებზე გულები ჰქონდა დახატული და შუბლზე კოცნის კვალი აღენიშნებოდათ(დედის ტუჩსაცხის). დედამ კედლებზე წარწერებიც დატოვა, რომ ისინი ბედნიერნი და უსაფრთხოდ არიან და ავადაც არასდროს გახდებიან.


როგორც გაირკვა მკვლელობამდე ერთი დღით ადრე მას უჩხუბია თავის ყოფილ მეგობარ მამაკაცთან და დანაც დაურტყამს, მაგრამ კრეიგი თავიდან ამას უარყოფდა და ამბობდა, რომ ქუჩაში დაჭრა ვიღაც უცნობმა.


0
175
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0