x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
თომას ჰობსის შეხედულება სახელმწიფოსა და ბუნებით მდგომარეობაზე

imageთომას ჰობსი იყო ინლისელი
ფილოსოფოსი, რომელმაც მისი ძირითადი იდეები ჩამოაყალიბა წიგნში “ლევიათანი’’. ჰობსმა ახლებურად დააყენა სახელმწიფო ძალაუფლების
გამართლების საკითხი.მისი მოსაზრება და დასკვნა სახელმწიფო ძალადობის შესახებ ასეთია: “აუცილებელია ძლიერი სახელმწიფო
ძალაუფლება, რომელიც გამორიცხავს სამოქალაქო
დაპირისპირებას თომას ჰობსი და აქედან გამომდინარე
ქვეყნის გაპარტახებას’’. ჰობსი დღევანდელი შეხედულებით დიქტატორის გამმართლებელი გამოდის.
თან იგი ამავე დროს თანამედროვე ლიბერალიზაციის წინამორბედიცა, რადგან
ჰობსი სახელმწიფო ძალაუფლებას საღვთო წესრიგით
არ ამართლებს, არამედ რიგითი ადამიანების მიმართ გაწეული სამსაურით.მან ამ დამოკიდებულებით
მთლიანად შეატრიალა პოლიტიკური აზროვნების
ტრადიცია.

თომას ჰობსი სრულიად მიჯნავს რელიგიას
სახელმწიფო ლეგიტიმაციისაგან, რადგან მისი
აზრით ამოსავალი პრინციპი არის ადამიანის ბუნება ანუ ადამიანის თანშობილი თვისებები
და საჭიროებები.ბუნებითი მდგომარეობა, ეს არის მდგომარეობა, როცა სახელმწიფო არ არსებობს ანუ არ არის ძალა,
რომელსაც ყველა ადამიანი დაემორჩილება. ჰობსი
ემხრობა აბსოლიტურ მონარქიას, მაგრამ თვლიდა, რომ
მას არ ჰქონდა არანაირი საღვთო უფლებები
და ეს ვერ განსაზღვრავდა მისი ძალაუფლების
ლეგიტიმურობას, ჰობსი ს პასუხი ცალსახა ამას განსაზღვრავს ადამიანის ბუნება მისი საჭიროებები და ინტერესები.
ბუნებითი კანონი ემსახურება ჩვენი ინტერესების გათვლას, ის გვეუბნება, რომ ჩვენ ყველაფერი
უნდა გავაკეთოთ ჩვენივე უსაფრთხოებისთვის, ბუნებითი თავისუპლება კი არის ნება ადამიანმა
გამოიყენოს ძალა ისე როგორც მას უნდა, ანუ გარე შეზღუდვების არსებობით სარგებლობს იგი, თუმცა ასეთ მდგომარეობაში
ადამიანები მუდმივად სიკვდილის შიშში
არიან, რადგან არ აქვთ მყარი გარანტიები უსაფრთხოებისთვის.
ბუნებითი მდგომარეობის დროს ყველა ადამიანი თანასწორია, არ არსებობს ადამიანი, რომელიც,
რომელიმე მათგანზე მეტია ფიზიკური თუ გონებრივი
შესაძლებლობებით.ბუნებითი მდგომარეობის დროს
არ არსებობს შეზღუდვები და ადამიანს შეუძლია საკუთარი მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ყველა გზა, თუნდაც მოკლას მეორე.


პავლესაგან განსხვავებით
ჰობსი სახელმწიფოს ლეგიტიმაციას სრულად მიჯნავს
რელიგიისაგან, ის სახელმწიფოზე მსჯელობის დროს
ღმერთს საერთოდ არ ახსენებს და ის ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე წერს სახელმწიფოზე და პოლიტიკაზე. პავლეს აზრი სახელმწიფოზე
მდგომარეობს შემდგომში, მისი აზრით ყველა უნდა დაემორჩილოს ხელისუფლებას, რადგან ხელისუფალნი ღვთის ნებით არიან მოსულნი და მისი
მებით უდგანან სახელწიფოს სათავეში, ამიტომ მისი აზრით ვინც შეეწინააღმდეგება ხელისუპალს
ის ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას.ჰობსი კი სრულიან მიჯნავს რელიგიას და ცახელმწიფოს
ერთმანეთისაგან, მისი აქცენტი კეთდება ადამიანის ბუნებით კანონებზე თავისუფლებაზე და ასე შემდეგ. ჰობსი არის ერთ-ერთი
ფუძემდებელი პოლიტიკური რეალიზმის სკოლის, რომელიც დღესაც ცნობილი და წამყვანია საერთაშორისო
ურთიერთობათა თეორიაში. ამ სკოლის შეხედულება სახელმწიფოთა
შორის ურთიერთობაზე ძალიან ჰგავს
“ბუნებით მდგომარეობას’’ სადაც არ არის ერთიანი
უზენაისი ძალაუფლება და შესამამისად ეს ურთოერთობები სახელმწიფოების ქცევას განსაზღვრავს. პოლიტიკისა და რელიგიის ურთიერთობებით გამოწვეული პროცესები იყო და რჩება ადამიანთა მუდმივი
ინტერესების სფეროდ, ვინაიდან მათი დამოკიდებულება
განაპირობებდა და განაპირობებს მსოფლიო ისტორიის განვითარებას.არ დარჩენილა არც ერთი დიდი
ისტორიული ფაქტი თუ მოვლენა, რომელსაც პოლიტიკის ადა რელიგიის ურთიერთობების ზღვარზე
არ გაევლოს და თავისი ასახვა არ ეპოვოს. რელიგია და პოლიტიკა სრულად სხვადასხვა საკითხია
და იგი გამიჯნული უნდა იყოს ერთმანეთისგან, რადგან ეს ორი მათგანი არ უნდა ერეოდეს
ერთმანეთში და სრულიად დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდეს.

0
1948
4-ს მოსწონს
ავტორი:თამთა სიხარულიძე
თამთა სიხარულიძე
1948
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0