x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ლიზა ყენიას გასაოცარი გარდასახვა რიანად (+ვიდეო)
image
16 წლის მომღერალი ლიზა ყენია ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. გოგონას ძალიან უნდოდა ჩოგბურთელი ყოფილიყო, წარმატებებიც ჰქონდა, მაგრამ ტრამვამ ოცნებები დაუნგრია. ლიზა დედის მსგავსად მომღერლობას აპირებს, თუმცა ბედს ოპერაში ცდის. გოგონამ პროექტ "ერთი-ერთში" მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.
შოუ დაახლოებით 10 კვირის მანძილზე გრძელდება და მასში 8 მომღერალი იღებს მონაწილეობას. შეფასების სისტემე კომბინირებულია, ჟიური ქულებს წერს, მაყურებელი კი საკუთარ სიმპათიას SMS-ების მეშვეობით ავლენს. ამის გარდა პროექტის ყოველი მონაწილე, ყოველ ტურში საკუთარ რჩეულს ავლენს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კვირის ბოლოს პროექტს არავინ ტოვებს, რაც მომღერლებს დაშვებული შეცდომის გამოსწორებისა და საკუთარ თავზე ხანგრძლივად მუშაობის საშუალებას აძლევს.

image

"მიხარია და უდიდესი სტიმულია, როცა ვგრძნობ რომ ხალხის გარკვეული მცირე ნაწილი "მბალეშიკობთ" და მხარში მიდგახართ!! ეს ჩემთის უდიდესი განძია და ამით ძალიან მავსებთ და მაძლიერებთ! მიჩნდება მოტივაცია! გაგიმართლოთ იმედები და ვქნა იმაზე მეტი ვიდრე მოელით! და ამაში ისევ და ისევ თქვენი თანადგომა მეხმარება! ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას ამისთვის, განურჩევლად სქესისა და ასაკისა! მიყვარხართ და გთხოვთ რომ იყოთ ბოლომდე ჩემთან.."-წერდა ლიზა პროექტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.

image


19 ნოემბერს ლიზა ყენიამ მომღერალი რიანა განასახიერა. გოგონამ ჟიურისა და მაყურებლის კომპლიმენტებიც დაიმსახურა. აი, როგორ გამოიყურება ლიზა ყენია რიანას ამპლუაში.

1
226
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
226
  
2014, 21 ნოემბერი, 16:37
:D ხმა არ მომწონს :/
0 1 1