x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინელი ანალიტიკოსის განცხადებამ ბალისტიკური რაკეტის ტექნოლოგიის გაყიდვის თაობაზე, მოსკოვი შოკში ჩააგდო

image უკრაინელი ანალიტიკოსების განცხადებამ რუსეთის ხელისუფლება შოკში ჩააგდო.
უკრაინული მანქანათმშენებელი ქარხანა "Южмаш"-ი ამზადებს ხელშეკრულებას, მძიმე კლასის საკონტინეტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის "Р-36М2 "Воевода" ტექნოლოგიის გასაყიდად. ეს რაკეტა რუსეთის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაშია.
ხელშეკრულების მომზადებაზე სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე განაცხადა უკრაინული სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ტიმჩუკმა.
მოსკოვი შეაშფოთა ტიმჩუკის განცხადებამ რუსეთის შეიარაღებაში არსებული " Р-36М2 "Воевода"ბალისტიკური რაკეტის ტექნოლოგიის უცხო ქვეყნის ხელში შესაძლო მოხვედრის გამო.
ამასთან დაკავშირებით მოსკოვმა ბრალი დასდო უკრაინულ მხარეს საერთაშორისო ნორმებისა და ხელშეკრულების დარღვევაში.
უკრაინა როგორც სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის ორგანიზაციის წევრი და ჰააგის კოდექსის (მემორანდუმი ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიის გაუვრცელებლობაზე) მონაწილე, ვალდებულია დაიცვას ამ ორგანიზაციების წესები რომელ წესებსაც უკრაინამ უკვე მოაწერა ხელი, როცა გაწევრიანდა ამ ორგანიზაციებში. შესაბამისად უკრაინას აქვს პოლიტიკური ვალდებულება დაიცვას ამ ორგანიზაციის ფარგლებში აღებული ვალდებულებები-აცხადებენ მოსკოვში.
"უკრაინის ხელისუფლების ადგილას მე მოსკოვს ვუპასუხებდი მოკლედ-უკრაინა დღემდე პატიოსნად იცავს ყველა ვალდებულებას ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიების გაუვრცელებლობაზე, პატივს სცემს მეზობელ სახელმწიფოებს და საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
მაგრამ ამასვე მოვითხოვდი რუსეთისაგან, როგორც საყოველთაოდ ცნობილია რუსეთი "წმინდად" ასრულებს ბუდაპეშტის მემორანდუმით მიღებულ წესებს.
სალამი ვოვას, წერტილი"-იუმორით დაამატა სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა.
image










შახტი საიდანაც ხდება ზემოთხსენებული ბალისტიკური რაკეტის გაშვება.
image












რაკეტის მართვის განყოფილება რაკეტის ნაკვთურში.
image





Р-36М2 "Воевода" სამხედრო გამოფენაზე ორენბურგში.


5
1265
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1265
  
2016, 10 თებერვალი, 11:24
და ძალიან კარგსაც იზამს უკრაინა თუ გაყიდის ამ ტექნოლოგიებს. რუსეთის.......
2014, 27 დეკემბერი, 15:37
მის ერთერთ ბალისტიკურ რაკეტაზეა საუბარი, უკრაინამ თუ გაყიდა ეს ტექნოლოგია "დაერხევა" იმ რაკეტების სტრატეგიულობასაც, რადგან ეგრევე დააკოპირებენ სხვებიც. :))
2014, 27 დეკემბერი, 15:30
ყველაფერში როგორ ეჩრება რუსეთი
2014, 20 ნოემბერი, 19:53
საინტერესო სტატიაა --- G
0 1 5