x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134500
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ქართული პოლიტიკა

პოლიტიკა, ეს არის ხალხის მართვის ხელოვნება, ხელოვნება იმ გაგებით, რომ პოლიტიკოსები მართავენ ხალხს და სახელმწიფოს პოლიტიკური წარმოდგენებით.პოლიტიკა ხომ "ბინძური თამაშია", მაგრამ მაინც წარმოუდგენელია ამ თამაშის გარეშე სახელმწიფოს არსებობა.მსურს, ვისაუბრო ქართულ პოლიტიკაზე და ზოგადათ ამ ავად თუ კარგად სახსენებელ მიმართულებაზე.ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ქვეყნის სათავეში პარტია"ქართული ოცნება "დგას.პარტიულ სახელწოდებასაც კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებ.არის კი ეს ქართველი ხალხის ქართული ოცნება? თუ ოცნება ოცნებად დარჩება ქართველობას.უკვე ორ წელზე მეტია, რაც პარტია ქვეყანას მართავს, ზოგი აკრიტიკებს ხელისუფლებას, ზოგიც კი საქებარი სიტყვებით ამკობს, მაგრამ ჩვენს საქართველოს არა ეტყობა შეცვლისა რა.მაგრამ აქვე დავძენ, რომ არცერთი ხელისუფლებით თუ ხელისუფალით ხალხი კმაყოფილი არასოდეს იქნება, რაც მეტი გაქვს მით მეტს მოითხოვ, ეს ადამიანის ფსიქოლოგიაა.ქვეყნის სათავეში პრეზიდენტი დგას.ბატონი გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც პრემიერ მინისტრზე ნაკლები უფლება მოვალეობები აკისრია.საზოგადოების ნაწილი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ცნობადი სახე არ არის, ის არ სჩანს ხშირად ტელე ეკრანებზე, არ მართავს ბრიფინგებს და არ არის თავისი თავის პიარით დაკავებული.ჩვენ გვყავდა ქვეყნის ისეთი მეთაური ბატონი მიხეილ სააკაშვილის სახით, რომელიც მუდამ ჩსჩანდა ტელე ეთერში და არ გვაკლებდა მისი ცქერის ბედნიერებას.შეიძლება ითქვას, რომ მისი ძირითადი მოვალეობა ცნობადობის ამაღლება იყო საზოგადოებაში, რაც არაჩვეულებრივად გამოსდიოდა, ცნობადობის ამაღლებასთან ერთად ხსნიდა ხიდებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, სამედიცინო დაწესებულებებს და მრავალ სანაქებო რამეს.მაგრამ საკითხავი, სწორედ ის არის ვისი ჯიბიდან ფინანსდებოდა მის მიერ გახსნილი ობიექტები, ნამდვილად სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თუ ვინმეს კეთილი ნებით.

ჩვენ დავდივართ გამოცხადებულ არჩევნებზე და ვირჩევთ მათ ვინც მიგვაჩნია, რომ ქვეყანას კარგად მართავს, დავფიქრდეთ იქნებ საქმე სწორედ იმაშია, რომ არ ვაკეთებთ სწორ არჩევანს, ამიტომ როცა საარჩევნო ყუთთან მივალ დავფიქრდეთ და არჩევაქნიც ისე გავაკეთოთ.

1
38
1-ს მოსწონს
ავტორი:კობა ნოზაძე
კობა ნოზაძე
38
  
2014, 21 ნოემბერი, 12:12
გაეცანით,საინტერესოა
0 1 1