x
image
worldsport.ge
ვან გაალი: “რონალდუ და მესი “ოქროს ბურთს” არ იმსახურებენ”

image“მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელმა დამრიგებელმა ლუის ვან გაალმა “მანჩესტერ იუნაიტედის” საკლუბო არხ MUTV-თან საუბარში განაცხადა, რომ “ოქროს ბურთს” ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ არ იმსახურებენ.
“ოქროს ბურთს” მესი ან რონალდუ მოიგებს, მაგრამ სამართლიანი იქნება თუკი ამ ჯილდოს რომელიმე გერმანელ ფეხბურთელს გადასცემენ, რადგან ბუნდესნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მოახერხა”, - განაცხადა ვან გაალმა.
მსოფლიოს წლევანდელი საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის 23 ფეხბურთელი იბრძოლებს. პრეტენდენტთა სიაში გერმანიის ნაკრებიდან 6 ფეხბურთელი, ტონი კროოსი, ფილიპ ლამი, მანუელ ნოიერი, თომას მიულერი, ბასტიან შვაინშტაიგერი და მარიო გიოტცე დაასახელეს.

ვინ გახდება 2014 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, 2015 წლის 12 იანვარს ციურიხში გაირკვევა.


თორნიკე ზეიკიძე

www.worldsport.ge

1
31
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
31
  
2014, 22 ნოემბერი, 1:18
"ოქროს ბურთი" ინდივიდუალური ჯილდოა და არა გუნდური ყროლო...
0 1 1