x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
პატიმრებს კვლავ აწამებენ? სახალხო დამცველი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს!

image
დაახლოებით 2 წლის წინ სკანდალური კადრები გვარცელდა, რომელზეც პატიმართა წამება იყო ასახული. კადრებმა მასშტაბური მიტინგები გამოიწვია. როგორც ჩანს არც ამჟამადაა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიმდინარე პროცესები კანონთა შესაბამისობაში. სახალხო დამცველის განცხადებით, ციხეში ადამიანების წამება კვლავ მიმდინარეობს. მან საქართველოს მთავარ პროკურორს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისკენაც მოუწოდა.

"2014 წლის 12 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მონიტორინგისას გონივრული მიღებისა და განთავსების განყოფილებიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა მოესმათ. ინციდენტის ადგილზე რწმუნებულებს დახვდნენ ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილე და ადმინისტრაციის თანამშრომლები. დერეფანში სისხლის ლაქა შეინიშნებოდა. დაწესებულების თანამშრომლები სახალხო დამცველის რწმუნებულთა დანახვამ გააღიზიანა. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების კატეგორიული მოთხოვნის შედეგად, დაწესებულების თანამშრომლებმა მათ საშუალება მისცეს ენახათ საშხაპე ოთახში დაკავებული მსჯავრდებული მ.ფ. და ბრალდებული მ.უ.
ორივე დაკავებული სველი ტანსაცმლით იწვნენ იატაკზე. მ.უ.-ს ხელ–ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული. ორივე პატიმარს გარეგნულად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, მათ შორის, სახეზე. მ.უ.-ს შუბლის არეში ჰქონდა ნაკვეთი ჭრილობა, საიდანაც მოსდიოდა სისხლი, ასევე, სხვა მრავლობითი დაზიანებები, ხოლო მ.ფ.-ს მარჯვენა თვალში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა.
საქართველოს სახალხო დამცველი მოითხოვს მსჯავრდებულ მ.ფ.-სა და ბრალდებულ მ.უ.-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს და აწარმოოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. დროულად ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ბრალდებულების სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად. საგამოძიებო ორგანომ დროულად ამოიღოს მითითებული ფაქტის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერები"-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

image

0
78
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0