x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
რას ურჩევს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას?

image

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, მაგრამ მაინც ახერხებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. ამჟამად ის ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნას ეხმაურება, რომელიც დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. სააკაშვილის მტკიცებით, გზა 18 თვით გვიან გაიხსნა. მეტიც ის საქართველოს ამჟამიდელ ხელისუფლებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კი არა საკუთარი მიღწევებით ტრაბახს ურჩევს.

"როგორც იქნა გაუხსნიათ ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კმ. 2012 წლის ბოლოს ვერტმფრენით გადავუფრინე ამ გზის მშენებლობას და გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებული იყო. მაქსიმუმ 3 თვე სჭირდებოდა გზის საბოლოოდ გახსნას. ამ მთავრობამ კი, ეს 18 თვით დააყოვნა.
საქართველოს მთავრობას ვურჩევ თუ მაინც და მაინც ტრაბახი უნდათ, იტრაბახონ არა “9 წლიანი პირსისხლიანი რეჟიმის”, არამედ საკუთარი მიღწევებით. ამასთან, მოვუწოდებ გაუბედონ ივანიშვილს, რომელმაც ჩემი და გიგის ჯინაზე დაბლოკა თბილისის შემოვლითი გზის გახსნა და აღიარონ, რომ ეს გზა დასრულებულია. მისი მეშვეობით თბილისი გათავისუფლდება საცობებისგან და ასობით ათასი თბილისელი შვებას იგრძნობს"–განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

image

0
105
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0